კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

150 წლის წინანდელი ტრაგედია რუსეთის ოლიმპიადას ჩრდილს აყენებს

23 მარტი, 2010

ემი ფერის-როტმანი,  REUTERS

მუსულმანური დიასპორა ითხოვს, სოჭის ოლიმპიადა-2014 გაუქმდეს ან სხვაგან ჩატარდეს, თუკი რუსეთი ბოდიშს არ მოიხდის მათი წინაპრების მრავალრიცხოვანი მკვლელობებისთვის, რაც მე-19 საუკუნეში სწორედ იმ ადგილებში მოხდა, სადაც ზამთრის თამაშები უნდა გაიმართოს.

თამაშების მოწინააღმდეგეთა მზარდ სიას ჩეჩნური დიასპორაც (ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ადგილობრივი მუსულმანური მოსახლეობა, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული) შეუერთდა. ილიმპიადის მოწინააღმდეგეთა შორის არიან გარემოს დამცველი ორგანიზაცია Greenpeace და Amnesty International.

ჩერქეზები ამტკიცებენ, რომ სოჭში თამაშების ჩატარება ისეთივე გულგრილობაა, როგორც ნაცისტური ბანაკის ოსვენციმის ტერიტორიაზე სპორტული შეჯიბრის მოწყობა.

2015 წელს 150 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც მეფის რუსეთის არმიამ  300 000 ჩერქეზი გაანადგურა, რომლებიც სოჭსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. მართალია მეფის ისტორიკოსებმა 1864 წელს ეს მოვლენები დააფიქსირეს, მაგრამ არც ერთ ქვეყანას ეს მკვლელობები გენოციდად არ უღიარებია.

დეპორტაციისა და პანიკის გამო, ბევრი ჩერქეზი სამხრეთისკენ - თურქეთსა და სხვა ადგილებში გადასახლდა და დღეს მათი 7 მილიონი შთამომავალი მთელ მსოფლიოში ცხოვრობს – შეერთებული შტატებიდან – ისრაელამდე და იორდანიამდე. ხოლო დაახლოებით 700 000 ჩერქეზი დღესაც კავკასიის ჩრდილო-დასავლეთში ცხოვრობს.

„თამაშები რუსეთის პოლიტიკის ნაწილია, რათა გაანადგუროს ჩერქეზული ისტორია“ - ამბობს აშშ-ში დაბადებული ლიზა ჯარკასი, ლობისტური ჯგუფის „უარი სოჭი-2014“ თანადამფუძნებელი. ჯგუფში 30 ჩერქეზული ორგანიზაციაა გაერთიანებული.

„ისინი მშენებლობებს მართავენ მასობრივ სამარხებზე. ჩვენ ეს უნდა შევაჩეროთ“, – განაცხადა მან ჩრდილოეთ-კავკასიის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომლის ორგანიზატორიც გახლდათ ამერიკული კვლევითი ცენტრი Jamestown Foundation.

ჯგუფმა „უარი სოჭი-2014“, რომელიც ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე საპროტესტო აქციებს მართავდა, ნიუ იორკსა და სტამბულში, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს თხოვნით მიმართა, ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას. თუმცა, პასუხი არ მიუღია.

Reuters-ის შეკითხვაზე, „სოჭი-2014“-ის საორგანიზაციო კომიტეტმა განაცხადა: „ჩვენი პასუხისმგებლობის სფეროში არ შედის კომენტარები ისტორიულ და პოლიტიკურ მოვლენებსა თუ ქმედებებზე“. ჯერჯერობით კომენტარზე კრემლიც უარს აცხადებს.

ჩერქეზებმა თბილისის სახელმწიფო არქივში დაცული დოკუმენტები გამოიყენეს და ქართველ პარლამენტარებს ოფიციალურად წარუდგინეს რეზოლუცია, სადაც ისინი ქართველების მხრიდან მომხდარის გენოციდად აღიარებას ითხოვენ.

თუკი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა საქართველო ამგვარ ნაბიჯს გადადგამს, ეს როგორც ჩანს, კიდევ უფრო გაართულებს რუსეთთან მის ურთიერთობას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ისედაც საშინელ მდგომარეობაშია. 2008 წლის ზაფხულში საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - სამხრეთ-ოსეთის გამო, ეს ქვეყნები ერთმანეთს ხანმოკლე ომში დაუპირისპირდნენ.

ერთადერთი შემთხვევა, როცა რუსეთის მთავრობამ სისხლისღვრაზე გარკვეულწილად ბოდიში მოიხადა 1994 წელს მოხდა, როდესაც ყოფილმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა აღიარა, რომ მეფის რუსეთის ძალადობასთან წინააღმდეგობა გამართლებული იყო.

წყარო: foreignpress.ge

ორიგინალი: http://www.reuters.com/article/idUSTRE62K0IT20100321?type=sportsNews

ახალი ამბები