კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იარაღის ვაჭრობით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღსდგება

31 მარტი, 2010

ჯეფრი სილვერმენი

2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომს ჩვენ უფრო ფართო მასშტაბიანი თამაშისკენ მივყავართ. ყოველთვის ვეჭვობდი, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლამდე და  მერეც წარმოადგენდა უკანონო საქმიანობების ცენტრს და სატრანზიტო კორიდორს მისი მდებარეობიდან და ტოპოგრაფიიდან გამომდინარე. ტყიანი მთები და შავი ზღვა საქართველოს იარაღის უკანანონო ბიზნესისათვის ხელსაყრელ ქვეყნად აქცევს. მსგავსი უკანონო და ბნელი საქმიანობებისათვის ასევე საუკეთესო გარემოს წარმოადგენს კონფლიქტური ტერიტორიები, როგორიცაა საქართველო და მისი დაკარგული რეგიონები.

საერთაშორისო ბეჭდვით მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ საქართველოში იარაღი სერბეთიდან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან შემოდიოდა. თუმცა, საკითხავია, ამ პროცესში ვინ არის იარაღის საბოლოო მიმღები და მომხმარებელი? ეს კითხვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ერთ-ერთი ვერსიით, იარაღით არალეგალური ვაჭრობის მაფიური ქსელის ახალი წევრია იორდანია. საშუამავლო კომპანიების გამოყენებით, იორდანიამ იპოვა იარაღის მოწოდების საბაზრო ნიშა, რომელიც შესაძლოა, ამერიკის ძველი მოკავშირეების, მაგალითად - თურქეთის წინააღმდეგ გამოიყენონ.

ჩემი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ ოფიციალურად მიმართა სერბეთის ხელისუფლებას და მოსთხოვა, შეეწყვიტა საქართველოს მომარაგება იარაღითა და ტყვია-წამლით. სერბეთის ხელისუფლებამ კი კიდევ ერთხელ დაარწმუნა რუსეთი, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ განაგრძობდა საქართველოს იარაღით მომარაგებას. ეს განცხადება რუსულ პრესაში გავრცელდა და ითქვა, რომ სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ესმის საქართველოს კონფლიქტურ ზონებში შექმნილი სიტუაცია. სერბეთი გარანტიას იძლევა, რომ იარაღი აღარ მიეწოდება საქართველოს მხარეს, რათა კონფლიქტურ რეგიონში დაცული იყოს რუს მშვიდობისმყოფელთა უსაფრთხოება. აღნიშნული იარაღი სერბეთის ყოფილ სამხელწიფო ქარხნებში მზადდება.

მართალია, სერბეთმა აკრძალა სამხრეთ ოსეთში იარაღის მოწოდება, მაგრამ აქ არ იგულისხმება იარაღის ის ნაწილი, რომელიც იორდანიაში და სხვა სტაბილურ ქვეყნებში (მათ შორის აშშ-ის მოკავშირე სხვა სახელმწიფოებში) უკვე გადაგზავნილი იყო. ერთ-ერთი ვერსიით, აღნიშნული იარაღი საბოლოოდ საქართველოში აღმოჩნდა.

ჯერ ისევ „გასარკვევია“, ეს იარაღი საქართველოს თავდაცვისათვის არის საჭირო თუ სხვა გაცილებით დიდი მიზნებისათვის, რომელიც მსოფლიოს საერთაშორისო იარაღის მოვაჭრეებს გააჩნიათ.

ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთი და მისი თავდაცვის სამინისტრო მართლები იყვნენ, როცა ნატოს შესაძლო წევრ ქვეყანას ადანაშაულებენ უკანონო მოქმედებაში. მარტო საქართველოს ხელისუფლება არ არის ამ ყველაფერში დამნაშავე. იორდანიის ხელისუფლებამაც არ იცის, რა ხდება საკუთარი თავდაცვის სამინისტროს ექსპორტის განყოფილებაში.

საინტერესოა, რა პოზიცია აქვს ოფიციალურ ხელისუფლებას სერბეთში წარმოებული იარაღით საქართველოს მომარაგებაზე და რატომ არის მელვალეს კორპორაცია ამაში ჩართული, რომელიც ცნობილია, როგორც იარაღის მომწოდებლების შუამავალი. ადვილად დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი მოხდა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის მმართველობის დროს; ან უბრალოდ, მინისტრს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მისი უწყება და თანამშრომლები იარაღის ვაჭრობაში არიან ჩართულნი.

ერთგვარად ძნელი დასაჯერებელია, რომ ნატოს ახალი წევრი ქვეყნები საქართველოს იარაღით მომარაგებაში არიან ჩართულნი. ამ იარაღით შესაძლოა, ისინი ნატოს დიდი ხნის წევრ ქვეყნებსაც დაუპირისპირდნენ. ამ მსჯელობას ძველი და ახალი ევროპის ცნებისაკენ მივყავართ, რომელიც მას შემდეგ შემოვიდა ჩვენს შემეცნებაში, რაც აშშ-მ ერაყი დაიპყრო.

იოლად ნაშოვნი ფულით ბინძური საქმეები კეთდება. იარაღით ვაჭრობაში წლების განმავლობაში ჩართული ქვეყნები არ დაუშვებენ, რომ ნატოს წევრობამ მათი საქმიანობა შეაფერხოს. „იოლი ფული“ ნიშნავს საქართველოში იარაღის ექსპორტის გაგრძელებას; შესაძლოა, ეს პირდაპირი გზებით არ განხორციელდეს. არსებობს სხვა გზებიც და ძველი ანდაზაც სწორედ ამას ამბობს - მთავარია სურვილი და მის განსახორციელებლად ყოველთვის მოიძებნება გზა.

მელვალეს კორპორაცია

მელვალეს კორპორაციამ კონტრაქტი დაუდო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომლის მიხედვითაც, ქართული მხარე შეძენილ იარაღს საწვრთნელად იყენებდა .

კონტრაქტის თანახმად, შეძენილი იარაღის საომარი მიზნებით გამოყენება არ იგეგმებოდა. იარაღი შეიძინეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის მიხედვით. თუმცა ბევრს საუბრობდნენ, რომ ეს იარაღი შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის დაწყებულ საომარ ოპერაციებში გამოეყენებინათ და ადრე თუ გვიან მას რუსი მშვიდობისმყოფელები ემსხვერპლებოდნენ.

სერბული საინფორმაციო საგენტოების განცხადებით, მელვალეს კორპორაცია ოფიციალურად სეიშელის კუნძულებზეა რეგისტრირებული. მისი რეალური მფლობელები კი არიან სერბი ნენად შარენაჩი და სლობოდან ტეშიჩი. მელვალეს კორპორაცია იძენდა იარაღს, რათა მერე საქართველოსათვის მიეყიდა. მათგან იარაღს ჯერ „იუგოიმპორტი“ ყიდულობდა და მერე იორდანია. ურთიერთბრალდებების მიუხედავად, რომელიც სერბია-საქართველოს იარაღით ვაჭრობის ქსელსა და 2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომს მოჰყვა, გაცილებით მეტი ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი.

2007 წლის ბოლოს დადებული კონტრაქტით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პირველ რიგში მიიღებდა 110 000 საარტილერიო ჭურვს. ამ ეტაპზე მოწოდებული აღჭურვილობის სია ასე გამოიყურება: 125 მილიმეტიანი საარტილერიო ჭურვი, 125 მილიმეტრიანი 60 და 82 მილიმეტრიანი ძალის მქონე ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი და 122 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები, ფრაგმენტული ტყვიები და მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობები. ეს ყველაფერი კასეტური ბომბის აღწერილობას ჰგავს. თუმცა, ძნელი გასაგებია, რამდენად შეესაბამება ერთმანეთს პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია და მომხმარებლის სერტიფიკატის მონაცემები.

მონაცემები :

საერთაშორისო დონეზე იარაღის მთავარი მომწოდებლების - სერბეთისა და უკრაინის ხელმძღვანელობას უნდა ესმოდეს რუსეთის შეშფოთება, რომელიც თავად აწარმოებს იმ იარაღს, რაც საბოლოოდ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული . თუმცა, იარაღის მიმწოდებლებს ბელგრადსა და კიევში უკეთესი მფარველები ჰყავთ, ვიდრე სამინისტროს წარმომადგენლებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს .


საბოლოო მომხმარებლის სერთიფიკატი

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საქონლის მომხმარებელი არის:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 0112
გენერალ გ. კვინიტაძის ქ. 20; თბილისი

საქონლის ექსპორტიორი: მისამართი: KADDB. PO.
საფოსტო ყუთი 927932,
ამანი, იორდანია

შუამავლის მისამართი: მელვალეს კორპორაცია.
კომპლექსი 25 და 27.
ოლაიაჯის სავაჭრო ცენტრი II სართული, ფრანცის რაკელის ქ.
1312 ვიქტორია, მაჰე, სეიშელი.

საქონლის გამოყენების ადგილი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

საინტერესოა, რომ რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო წლების მანძილზე თანამშრომლობდა ამ კომპანიასთან; მას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ბათუმში ჯართის ბიზნესის აქციონერებთან. მელვალეს კორპორაცია საჯაროდ ადასტურებს ვებსაიტზე, რომ აღნიშნული კომპანიები ამ ნედლეულით ვაჭრობდნენ; თუმცა, კორპორაცია, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იარაღით ვააჭრობაში დიდი ხანია, მონაწილეობს.
 
დოკუმენტების თანახმად, საქონელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მხოლოდ ერთჯერადი მოხმარებისათვის გამოიყენება. აღნიშნული დოკუმენტები მე მაქვს რუსულადაც და ინგლისურადაც. საბოლოო მომხმარებლის სერთიფიკატი თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არის მოთავსებული და ის მინისტრის მოადგილის, მამუკა მუჯირის მიერ არის ხელმოწერილი.

დოკუმენტში მოცემულია იარაღის გადაზიდვის მთელი ინფორმაცია. „საქონლის საბოლოოო მომხმარებელი უზრუნველყოფს, რომ საქონელი, რომელიც მე-5 პუნქტშია მოხსენიებული, არ გაიცემა სხვა ადამიანებზე, საგნებზე ან ქვეყნებზე, არ მოხდება მათი  ხელმეორედ ექსპორტირება, გაქირავება, დაქირავება ან გაჩუქება საქართველოსა და იორდანიის ხელისუფლების ნებართვის გარეშე“.

უფრო მეტიც, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს მასალის საკუთარ საწყობებში მიღებას და მათ უსაფრთხოებას საქართველოში ჩამოსვლის მერე. საქონლის მიღების მერე თავდაცვის სამინისტრო წერილობითი ფორმით მიმწოდებელს უგზავნის ცნობას, რომ მოწოდებული მასალა გაიყიდა.

რკინის ბიზნესი იარაღით ვაჭრობასაც გულისხმობს?

ინტერნეტში მოძიებული მასალა:

მელვალეს კორპორაცია, სეიშელის კუნძულები;
ბიზნესი;
სავაჭრო კომპანია;
ყიდის მინერალებს და მეტალს, რკინასა და უდნობ მეტალს;
მისამართი: ოლიაჯის სავაჭრო ცენტრი, ვიქტორია მაჰე,
ცენტრი 25 და 27, მეორე სართული;
სეიშელის კუნძულები.

საექსპორტო ნივთები:
რკინის ძელები, სამშენებლო კონსტრუქციები, მავთულის ხვეულები.

ამჯერად ჩნდება კითხვა - „რკინის ნივთები“ რატომ შემოდიოდა პირდაპირ იორდანიიდან? ძალიან ცოტა იფიქრებდა, რომ ეს იყო იარაღი და საქართველოში „ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“ ან საბრძოლო ვარჯიშისთვის შეიძლება გამოიყენოს ვინმემ. ბუნებრივად არსებობს სამი სხვა შესაძლებლობა: იარაღი წავიდეს ირანის, ჩრდილოეთ ერაყისა (ქურთისტანი) და სხვა ქვეყნების მიმართულებით, რომლებიც საბოლოო მომხმარებლების სიის მხოლოდ საწყის ჯაჭვს წარმოადგენენ.

ახალი ამბები