კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არჩევნების გაყალბების პროცესი რომ უკვე დაწყებულია“

16 აპრილი, 2010

ანა შეშაბერიძე

15 აპრილს სასტუმრო „ბეტსში“ „ეროვნულმა საბჭომ“ ექსპერტებთან და დილომატიურ კორპუსთან შეხვედრა გამართა. შევედრაზე „კონსერვაიული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კუკავამ დამსწრეებს წინასაარჩევნოდ აღმოჩენილი დარღვევები გააცნო. ასევე აწარმოადგინეს ამ დარღვევების დამადასტურებელი დოკუმენტებიც.

როგორც კახა კუკავამ განაცხადა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა მათი თხოვნა - ყველა საარჩევნო უბანზე ყოფილიყო ვიდეოკონტროლი, რადგან ყველაზე მეტი დარღვევა იმ საარჩევნო უბნებზე ფიქსირდებოდა, სადაც ვიდეოკონტროლი არ იყო. ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილება ცესკოს - სასარგებლოდ გამოიტანა.

შეხვედრაზე კახა კუკავამ წარმოადგინა წერილი, რომელსაც თბილისის მერი გიგი უგულავა პენსიონერებს ურიგებს და რომელიც ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. კუკავამ ეს წერილი წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელ ნაწილად შეაფასა. მისი თქმით, თბილისის მერი უკანონოდ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსებს.

ყურადღება ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზეც გამახვილდა. ასევე შეხვედრაზე წარმოადგინეს „ექსკლუზიური“ ბლანკი, რომელიც პატიმრის ოჯახს გადაეცემოდა და გარკვეული რაოდენობის ხელმოწერების მოგროვების შემდგომ კონკრეტული პატიმარი გათავისუფლდებოდა.  აღინიშნა, რომ ზეწოლა და მუქარა გრძელდება ოპოზიციის წევრებზე, მათ ოჯახებზე. ხელისუფლება მათ სთავაზობს ფულს, ან თანამდებობას. უარის შემთხვევაში დაპატიმრებით ემუქრება. ზეწოლის ერთ-ერთ გამოვლინებად დასახელდა ფაქტები, როცა წინასაარჩევნო შეხვედრებისთვის ოპოზიციას არ ეთმობა დარბაზები.

კახა კუკავა: „ჩვენ მივმართავთ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომლებიც ჩვენი აზრით, არიან კიდეც ამ ბლანკის დამამზადებლები, რომ დაიწყონ ოფიციალურად  ამ საკითხის გამოძიება. თუ გამოძიება შედგება, ჩვენ დარწმუნებული ვართ,  რომ დადგინდება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები. ხოლო თუ გამოძიება არ ჩატარდება, ეს იქნება ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის აღიარებითი ჩვენება, რომ სწორედ ისინი არიან ამ კამპანიის ინიციატორები  და ორგანიზატორები“.

კობა დავითაშვილი, „ხალხის პარტია“: „პრაქტიკულად, ხელისუფლებამ გამოაცხადა ომი „ეროვნული საბჭოს“ წინააღმდეგ. გრძელდება  მუქარა და პარალელურად შეთავაზება თანამდებობების, ფულის, რათა სანაცვლოდ მოხსნან კანდიდატურა. თუ ისინი არ დაექვემდებარებიან მოსყიდვას და სხვა მეთოდს,  ემუქრებიან დაპატიმრებით. კონკრეტული შემთხვევა იყო, როცა ხობში ჩვენი კომისიის წევრი  დააკავეს, რადგან ზეწოლას არ დაექვემდებარა. ასეთივე შემთხვევა იყო ქუთაისშიც. აღარ ვსაუბრობ სტამბაზე, რომელიც დღესაც დახურულია, მაშინ როცა, ჩვენს  წინასაარჩევნო მასალებს უნდა ბეჭდავდეს. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ამ ფაქტებს დოკუმენტურად ვადასტურებთ, ვაწვდით საერთაშორისო ორგანიზაციებს.  არჩევნების გაყალბების პროცესი რომ უკვე დაწყებულია“.

ექსპერტმა მამუკა არეშიძემ შეხვედრა სასარგებლოდ შეაფასა. ის იყო ერთადერთი, ვინც შეხვედრაზე იკითხა - ამ პირობებში რატომ იღებს მონაწილეობას ოპოზიცია არჩევნებში? კუკავამ უპასუხა: „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საარჩევნო პროცესი უკეთ გამოავლენს იმ დარღვევებს და ხარვეზებს, რაზეც საერთაშორისო ორგანიზაციები მოახდენენ რეაგირებას. ასეთი დარღვევების გამოვლენა შეუძლებელი იქნება ბოიკოტის შემთხვევაში“.

შეხვედრის მიზანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.  მათ შეხვედრის ორგანიზატორებმა ამ დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდეს.

ახალი ამბები