კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტები თავისუფალ პროფკავშირს ქმნიან

22 აპრილი, 2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„ქართულ მედიაში დღეს ბევრი პრობლემაა და ეს არავისთვისაა უცხო. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ჩვენი უფლებები თავადვე დავიცვათ“, - ამ ინიციატივით გასულ კვირას ჟურნალისტთა თავისუფალი პროფკავშირის საორგანიზაციო კომიტეტი ქუთაისელ ჟურნალისტებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ითქვა, რომ აღნიშნული ორგანიზაციის შექმნა მედიისადმი განსაკუთრებული მხარდაჭერის მიზნითაა განპირობებული. მით უფრო, რომ მედია დღეს არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია.

ბექა ონიანი, ჟურნალისტთა თავისუფალი პროფკავშირის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი: „პროფკავშირის შექმნის აუცილებლობა განაპირობა ზოგადმა ვითარებამ შრომის ბაზარზე. ფაქტია, რომ დღეს, საქართველოში, დაქირავებული, დასაქმებული (ნებისმიერ სფეროში და მათ შორის მედიაში) არ არის დაცული. ისიც ფაქტია, რომ  არ გვივარგა შრომის კანონი. იდეა გაჩნდა, რომ რატომ არ უნდა იყოს ჟურნალისტთა თავისუფალი პროფკავშირი, თუ არის პედაგოგთა, მეშახტეთა და ა. შ. პროფკავშირი. ჩვენც დაქირავებული მუშაკები და აბსოლუტურად იგივენაირად დაუცველები ვართ (შრომის კანონმდებლობის მიხედვით)“.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოში მოქმედ შრომის კოდექსზე, რომელიც აბსოლუტურად დისკრიმინაციულია და  დასაქმებულის უფლებების დაცვას თითქმის არ ითვალისწინებს.

„ბოლო დროს ძალიან გახშირდა შრომის უფლებების დარღვევის შემთხვევები, რასაც ხელს უწყობს საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი. აქ დასაქმებულის უფლებები მინიმალურად არის დაცული. იქამდე, შრომის კოდექსი, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე აძლევს დამსაქმებელს უფლებას, დასაქმებული სამუშაოდან დაითხოვოს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მაგალითები კი არცთუ ცოტაა. თავისუფალი პროფკავშირი იქნება ის ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუშლის მსგავს უკანონობას“, - ითქვა შეხვედაზე.

„სამართლიანობა, სოლიდარობა და რწმენა - ეს არის მთავარი ქვაკუთხედი, რომელიც ჟურნალისტებს გააერთიანებს და ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებინებს.   მითუმეტეს, რომ გვაქვს ტრიბუნა. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ იგი? საინიციატივი ჯგუფი 11 კაციანია და სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. საინიციატივი ჯგუფი არ არის ის, ვინც შემდეგში იქნება აქტივი. არა, ეს ჯგუფი მოამზადებს ყოველივეს და შემდეგ კრება აირჩევს თავმჯდომარეს. შეიძლება თავმჯდომარე იყოს ის, ვინც საინიციატივი ჯგუფში საერთოდ არ არის“, - განმარტა ბექა ონიანმა.

მარიკა ვაჭარაძე, ჟურნალისტი: „ვფიქრობ, რომ კარგია, ჟურნალისტებსაც ჰქონდეს პროფესიული გაერთიანება. ეს ჩვენს საქმიანობაში ძალიან დაგვეხმარება, თუნდაც, იმ კუთხით, რომ გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს და საჭირო მომენტში ერთმანეთის მიმართ მეტად ვიყოთ სოლიდარული“. 

ასე რომ, სხვადასხვა დარგობრივ პროფკავშირს მალე ჟურნალისტთა პროფესიული კავშირიც შეუერთდება. მანამდე კი, საორგანიზაციო კომიტეტის წევრები გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს ქვეყნის სხვა რეგიონებში გამართავენ.

ახალი ამბები