კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოსი ეროვნების მოქალაქე 90-იან წლებში დაკარგულ ქონებას ითხოვს

27 აპრილი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი
 
ქარელის რაიონის სოფელ აგარაში მცხოვრები ლიანა კაბერაშვილი ზნაურიდან დევნილებს უჩივის და მათ მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ფართს ითხოვს. ზნაურიდან დევნილები აგარაში 90-იანი წლების დასაწყისში ჩამოსახლდნენ და ლიანა კაბერაშვილის მამის მიერ აშენებული სახლის 3 ოთახი დაიკავეს.
 
ლიანა კაბერაშვილის თქმით, მისმა მშობლებმა დიდი წვალებით და მცირე შემოსავლებით ჯერ კიდევ 1961 წელს ააშენეს აღნიშნული საცხოვრებელი სახლი, რომელიც ოთხი ოთახისაგან შედგება.
 
ამ ოჯახის ისტორია ასეთია: ოჯახური კონფლიქტის გამო ოჯახის დიასახლისი ანა გაგიშვილი თავის დროზე საცხოვრებლად წავიდა აფხაზეთში, დასახლდა აჩიგვარაში და იქვე მიიღო კიდეც ორგზის შრომის გმირის წოდება. აგარაში დარჩენილმა მამამ კი მოიყვანა მეორე ცოლი - ფოდინა ხარებოვი.
 
,,მამის გარდაცვალების შემდეგ, დედინაცვალმა ფოდინა ხარებოვმა ჩემი არასრულწლოვანი და-ძმა ლენა, ავთანდილი და ლალი მიაბარა კოჯრის სკოლა- ინტერნატს. სახლი გაყო. 3 ოთახი თვითონ დაიკავა, ხოლო მეოთხე ოთახში მე ვცხოვრობდი. 1991 წელს ქართულ-ოსური ურთიერთობა დაიძაბა, აგარაში მოქმედებდა გარკვეული ჯგუფი, რომლებმაც გვაიძულეს აგარიდან წასვლა. რაკი ოსი იყო, ჩემი დედინაცვალი ვლადიკავკაზში წავიდა, მე კი აფხაზეთში დედასთან წავედი, სადაც ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული ქართულ-აფხაზური ომი. მე დავკეტე აგარის სახლი მთლიანად. ჩვენი წასვლისას აგარაში საცხოვრებელი სახლი გატეხეს ზნაურიდან დევნილებმა და დღემდე ცხოვრობენ იქ გიორგი და მედიკო ოდიკაძეები“, - ამბობს ლიანა კაბერაშვილი.
 
როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ გაარკვია, ზნაურიდან დევნილები დღემდე ცხოვრობენ სახლის იმ ნაწილში, რომელიც ლიანა კაბერაშვილის დედინაცვალს ეკუთვნოდა, ანუ - სამ ოთახში. 1992 წელს აფხაზეთშიც დაიწყო ომი, საიდანაც ლიანა კაბერაშვილი დედასთან ერთად გამოიქცა: „ზუგდიდამდე თხილნარში ფეხით ვირბინეთ. გამოგვდევნეს აფხაზებმა - თქვენ ქართველები ხართო. აგარაში კი ჩვენს სახლში ზნაურიდან დევნილები დაგვხვდნენ. ისინი ცხოვრობენ 3 ოთახში, მე კი ამჟამად ერთ ოთახში ვცხოვრობ. ჩემი დედინაცვალი ვლადიკავკაზში 1998 წელს გარდაიცვალა“.
 
ლიანა კაბერაშვილის თქმით, რადგანაც სახლი მისი მამის აშენებულია, ხოლო დედინაცვალი გარდაცვლილია, სახლის სრულ მემკვიდრედ თვითონ ითვლება.
 
2005 წელს ლიანა კაბერაშვილმა სარჩელი ქარელის რაიონულ სასამართლოში აღძრა, რითაც მოითხოვა ზნაურიდან დევნილების გასახლება მამის საცხოვრებელი სახლიდან. მოსამართლე ოთარ მამესწარაშვილმა არ დააკმაყოფილა მოსარჩელის სარჩელი იმ მოტივით, რომ ლიანა კაბერაშვილი არ ითვლება დედინაცვლის მემკვიდრედ, რადგან 3 ოთახი დედინაცვლის შვილებს ზნაურიდან დევნილებზე თავადვე მიუყიდიათ. ამ ფაქტს ლიანა კაბერაშვილი უარყოფს, რადგან დედინაცვალმა კი არ გაყიდა საკუთარი წილი 3 ოთახი, არამედ ეთნიკური ნიშნით დევნის გამო იძულებული იყო, საცხოვრებელი დაეტოვებინა და გაქცეულიყო.
 
ამონარიდი სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიდან: ,,მოპასუხე მხარემ (ე.ი. ზნაურიდან დევნილებმა - HR.ge) წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურიდან ცნობა, რომლის მიხედვითაც სახლის მესაკუთრეები არიან აწ გარდაცვლილი ფოდინა კაბერაშვილი (ანუ დედინაცვალი) და თვით მოსარჩელე ლიანა კაბერაშვილი. ამრიგად წარმოდგენილი დოკუმენტაციით, ლიანა კაბერაშვილი უფლებამოსილია იდავოს სახლის #4 ოთახზე, ხოლო არასათანადო მოსარჩელეა სახლის დანარჩენ 3/4 ნაწილზე. თუ რამდენად კანონიერად ფლობენ სახლის 1, 2 და 3 ოთახებს მოპასუხეები, ეს სასამართლოს განსჯის საგანი არ არის და ის გარემოება რომ მოპასუხეები ჩაწერის გარეშე ცხოვრობენ ბინაში, არ შეიძლება გახდეს ბინიდან მათი გამოსახლების საფუძველი“, - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
 
სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია შესული. იგი მხარეებს თავის დროზე არ გაუსაჩივრებიათ. შესაბამისად, ზნაურიდან დევნილები გიორგი და მედიკო ოდიკაძეები რჩებიან 1961 წელს კაბერაშვილების მიერ აშენებული სახლის 3 ოთახის მოსარგებლედ.
 
იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, კაბერაშვილები დარწმუნდნენ, რომ ზნაურიდან დევნილების გასახლების უფლება აქვს მხოლოდ დედინაცვალს. დედინაცვალი ფოდინა კაბერაშვილი(ხარებოვი) რაკი გარდაცვლილია, მათ მიმართ დავა უნდა დაიწყოს დედინაცვლის ფიზიკურმა შვილებმა. ისინიც ამჟამად ვლადიკავკაზში არიან. გამოსავალი ის არის, რომ ფოდინა კაბერაშვილის შვილების წერილობითი მინდობილობით მოსარგებლე პირებმა დაიწყონ ხელახალი დავა იმის დასამტკიცებლად, რომ ზნაურიდან დევნილებმა კაბერაშვილის სახლის 3 ოთახი ხელში უკანონოდ ჩაიგდეს.

ახალი ამბები