კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორი იქნება საქართველოს შეერთებული შტატები?!

27 აპრილი, 2010
 ანა შეშაბერიძე

„თავისუფლების ინსტიტუტის“ დირექტორის, ლევან რამიშვილის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტმა - „ხელისუფლებათა გამიჯვნის, შეკავებისა და გაწონასწორების (ამერიკული) მოდელი“ სახელისუფლებო გუნდშიც კი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რამიშვილის პროექტი, რომელსაც საკონსტიტუციო კომისია განიხილავს, საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის შეცვლას და ქვეყნის შტატებად დაყოფას ითვალისწინებს. ამავე პროექტის მიხედვით, გაუქმდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მთავარი აღმასრულებელი პრეზიდენტი, გუბერნატორი და მერი იქნება. მთავარი აღმასრულებლის უფლებამოსილების ვადა 5 წლით განისაზღვრება და მას  საკონსტიტუციო კომიტეტი დაამტკიცებს. პროექტი გულისხმობს ორპალატიანი პარლამენტის შექმნას, რომელიც შტატებიდან არჩეული სენატორებით და დეპუტატებით დაკომპლექტდება.

კონსტიტუციური სამართლის პროფესორი, რესპუბლიკური პარტიის წევრი ვახტანგ ხმალაძე ლევან რამიშვილის პროექტს ეკლექტიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ ნახევრად საპრეზიდენტო მოდელი საქართველოსთვის საშიშია. მისივე თქმით, ამ პროექტს სათაურის გარდა არაფერი აქვს საერთო ამერიკულ მოდელთან.

ვახტანგ ხმალაძე: „ეს არის ძალიან ეკლექტიკური პროექტი და ამერიკულ მოდელთან ჩემი აზრით, საერთო მხოლოდ სათაური აქვს. ის ძირითადად ლათინური ამერიკის სხვადასხვა კონსტიტუციიდან ამოღებული ნაწილების კომბინაციას წარმოადგენს. ამდენად, მასში არ ჩანს სისტემური მიდგომა. აქ არის ისეთი დებულებები, რომლებიც ჩემი აზრით, საქართველოსთვის სრულიად არაბუნებრივი, ხელოვნური იქნება. მაგალითად ქვეყნის სახელწოდება - საქართველოს შეერთებული შტატები. მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი მოდელი არის ხოლმე შედეგი სახელმწიფოს ფედერაციული მოწყობისა, რომელსაც საფუძვლად უდევს ამ სახელმწიფოში გაერთიანებული ერთეულების ცალკე ერთეულებად არსებობა და შემდგომ მათი ნებით გაერთიანება. საქართველოში კი სრულიად განსხვავებული ვითარებაა, საქართველოს ნაწილები ორ საუკუნეზე მეტია, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს არ წარმოადგენენ, ამიტომ ასეთი მიდგომა არაბუნებრივია.

შემდეგ სადავოა თვითონ სახელმწიფო ხელისუფლების ფორმირების წესი. პროექტში პარლამენტის ფორმირებისა და პრეზიდენტის არჩევის ისეთი წესია, როგორითაც ვიღებთ ხელისუფლებას, რომელშიც ყოველთვის აუცილებლად პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა იქნება, ვთქვათ, ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალიზმის იმ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლებს უნდა ჰქონდეთ ისეთი შესაძლებლობა, შექმნან ხელისუფლების სხვადასხვა განშტოება, რომელიც ასახავს ქვეყნის რეალურ სურათს. ეს სურათი რადგან წლების განმავლობაში იცვლება ხოლმე, ამ პრინციპის განსახორციელებლად წანაცვლებულია პარლამენტისა და  პრეზიდენტის არჩევის დრო, ანუ  ერთდროულად არ ტარდება არჩევნები. სავსებით შესაძლებელია, ორ-სამ წელიწადში  საზოგადოების განწყობა შეიცვალოს და მან უპირატესობა მისცეს უკვე სხვა პოლიტიკურ ძალას.  ასეთი ბალანსის შექმნის შესაძლებლობა აბსოლუტურად გამორიცხულია იმ მოდელით, რომელსაც რამიშვილი ამერიკულ მოდელს უწოდებს და რომელიც  სინამდვილეში ძალიან შორს არის ამერიკული მოდელისგან“.

ვახტანგ ხმალაძე უმთავრეს საფრთხედ მიიჩნევს, ე. წ. ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობას: „მკაფიო ზღვარი პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებებს შორის გატარებული არ არის. ეს კი ქმნის პრეზიდენტისა და მთავრობის კონფრონტაციის საფრთხეს. რადგან ორივეს აქვს აღმასრულებელი უფლებამოსილება, შეიძლება დაიწყოს დაპირისპირება - ვინ უფრო მეტი აღმასრულებელია - პრეზიდენტი თუ მთავრობა. ამან კი შეიძლება ძალიან მძიმე კრიზისამდე მიგვიყვანოს - ისეთ კრიზისამდე, რომლიდანაც კონსტიტუციური გამოსავალი, შესაძლოა, ვერც მოიძებნოს. ამიტომ ე. წ. ნახევრადსაპრეზიდენტო მოდელი სახიფათოა“.

ვახტანგ ხმალაძის მიერ დასახელებულ საფრთხეებს არარეალურად მიიჩნევს თავად პროექტის ავტორი ლევან რამიშვილი. რამიშვილი საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრია, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით, 2009 წლის 8 ივნისს შეიქმნა.

ლევან რამიშვილი: „ხმალაძის მიერ გამოთქმული მოსაზრებები არაკომპეტენტურია. არანაირი ცალკე მთავრობა არ იარსებებს. იქნება პრეზიდენტი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური და მისგან დამოუკიდებლად, არანაირი სხვა მთავრობა არ იქნება. მის გარეშე ვერავინ მიიღებს გადაწყვეტილებებს. სისულელეა, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას დაპირისპირება ექნებათ და ეს კრიზისს გამოიწვევს“.

რამიშვილის ინფორმაციით, მის მიერ შემუშავებული პროექტის განხილვა საკონსტიტუციო კომისიაში შემოდგომამდე არ იგეგემება.

ახალი ამბები