კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჰოლივუდური ფილმის ქართველ მონაწილეებს ანაზღაურებას არ უხდიან

10 მაისი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

2009 წლის ოქტომბრის დასაწყისში გორის ცენტრი იმიტირებული ომის ქარცეცხლში იყო გახვეული. ქუჩებში ცეცხლწაკიდებული საბურავები, აფეთქებული მანქანები, იმიტირებული გარდაცვლილები ეყარა, სტალინის ძეგლის წინ უწესრიგოდ დარბოდნენ სახეზე საღებავშესხმული ადამიანები, ვითომ დაჭრილი ჯარისკაცები და ვითომ შეშინებული ადამიანები. რაც მთავარია, გარშემო ნამდვილი ტანკები და ვერტფრენები მოძრაობდნენ... ეს ყველაფერი ომგამოვლილ ქალაქს ხელმეორედ აჩვენეს, რადგან იღებდნენ ჰულივუდურ ფილმს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, ენდი გარსიას მონაწილეობით (პრეზიდენტ სააკაშვილსი როლში). ამ ფილმის გადაღებამ დააზარალა როგორც გარემო, ასევე იმ ადამიანების ჯანმრთელობა, რომლებიც წინდაწინ ფილმის გადაღების შესახებ არ გააფრთხილეს.

„ადამიანის უფლბათა ცენტრისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ფილმის ორგანიზატორებმა და პროდიუსერებმა როლებში მონაწილე ადგილობრივ მცხოვრებლებს ფულადი ანაზღაურება ჰონორარის სახით არ გადაუხადეს. გარდა ამისა, ქირის საფასური არ გადაუხადეს ბინების მეპატრონეებს, სადაც როგორც ქართველი, ისე უცხოელი მსახიობები ცხოვრობდნენ. ეს ადამიანები დღემდე ელოდებიან კუთვნილ თანხას. ბევრს იმედიც კი გადაეწურა და აღარც სჯერა, რომ 40- მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმიდან ანაზღაურებას მიიღებს.

გორში მცხოვრები ლილი პატაკოვი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ფილმის გადაღებიდან 5 თვის შემდეგ პროდიუსერები კვლავ იტყუებიან.

„ფილმში მონაწილეობა მიიღო ჩემმა შვილიშვილმა. თავიდან დაგვპირდნენ, რომ ამაში ანაზღაურებას მივიღებდით. გარდა ამისა, ქირით ჩვენს ბინაში იდგნენ. ისე წავიდნენ, არც ქირა გადაიხადეს და არც ჰონორარი მისცეს მონაწილეებს. ბინაც ისეთი არეული დაგვხვდა, დიდი შრომა დაგვჭირდა მის დასალაგებლად. რამდენჯერმე შევაწუხეთ, დავურეკეთ იმ ტელეფონის ნომრებზე, ვისი ნომრებიც გაგვაჩნია. გუშინწინ დაგვირეკეს და გვითხრეს, ხვალ მობრძანდით მესამე სკოლაში და იქ აგინაზღაურებთო. დღეს მივედი მესამე სკოლაში, მაგრამ იქ არავინ დამხვდა. არც სკოლის ხელმძღვანელობამ იცის რამე. საერთოდ, ფილმის გადაღების დროს მესამე სკოლაში ჰქონდათ შტაბი. იქ იყრიდნენ ხოლმე თავს. აღარ ვიცით, რა ვქნათ? ეს დამოკიდებულება უბრალოდ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია ჩვენთვის, როგორც გვეპყრობიან“, - ამბობს ლილი პატაკოვი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შეიტყო, რომ  მსგავს სიტუაციაში სხვებიც არიან, მათ შორის ფანქველაშვილების ოჯახი. საქმის კურსშია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაც.

ჩვენ შევეცადეთ ფილმის პროდიუსერთან დაკავშირებას, რომლის მობილურის ნომერი ჩართულია ავტომოპასუხის რეჟიმზე და შეტყობინების დატოვებას ითხოვს. ბატონ ნიკას (სამხარეო ადმინისტრაციაში გვარი არ გვითხრეს) ავტომოპასუხის საშუალებით ვთხოვეთ, შეტყობინების მიღების შემდეგ დაგვკავშირდებოდა. შეტყობინებაში ავუხსენით, რა მიზნით ვუკავშირდებოდით. მიუხედავად ამისა, მისგან არანაირი პასუხი და კომენტარი მიგვიღია.

ახალი ამბები