კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურიაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებენ

11 მაისი, 2010
შორენა ღლონტი, გურია

„სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობების პრიორიტეტები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ავთანდილ მექვაბიშვილმა გადაწყვიტა“, - აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამია ბარამიძე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ მექვაბიშვილი, დაბა ნარუჯის მაჟორიტარობის კანდიდატი ვალოდია ბერიძე და სხვადასხვა ტენდერში გამარჯვებული ფირმის წარმომადგენლები 7 მაისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს მამია ბარამიძეს თავისსავე კაბინეტში 11:00 საათზე შეხვდა.

ამ დროს გამგებლის მისაღებში „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლელა ნაცვალაძე მივიდა და მოითხოვა განემარტათ, რას ემსახურებოდა მათი შეხვედრა, რომელიც ნაცვალაძის მისვლისთანავე დასრულდა.

ამ ფაქტიდან მეორე დღესვე, ანუ 8 მაისს მამია ბარამიძემ ლელა ნაცვალაძეს მოსთხოვა, შეეწყვიტა „დესტრუქციული ქმედებები“.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-რელიზში ვკითხულობთ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამია ბარამიძე ეროვნული საბჭოს ადგილობრივ ლიდერს, ლელა ნაცვალაძეს მოუწოდებს, შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები და წინასაარჩევნო კამპანიის დროს იმოქმედოს არსებული კანონმდებლობის ფარგლებში.

რელიზში ასევე აღნიშნულია, რომ ნაცვალაძე ცდილობს წინასაარჩევნო კამპანიის დრამატიზირებასა და კანონმდებლობის ჩარჩოებიდან მის ხელონურად გაყვანას: „კერძოდ, 7 მაისს 11:30 წუთზე ლელა ნაცვალაძე თანმხლებ პირებთან ერთად შეიჭრა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კაბინეტში, სადაც მიმდინარეობდა თათბირი სოფლის განვითარების პროგრამის მეორე ეტაპის სამუშაოებთან დაკავშირებით და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თათბირის მონაწილეებს“.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა აცხადებს, რომ ხელისუფლება არანაირად არ ერევა  მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებში და ვერც ერთი პოლიტიკური ძალა თავისი მუქარითა და ხულიგნური ქმედებებით ვერ შეძლებს ადგილობრივი ხელისუფლების ჩათრევას ამ პროცესებში. მსგავსი ქმედებები კი ხელს უშლის ადგილობრივ ხელისუფლებას, განახორციელოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან მსგავსი ქმედების შემთხვევაში, იგი მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების მოთხოვნით.

ლელა ნაცვალაძის განცხადებით, ოზურგეთის ხელისუფლება და მის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი გადამდგარი  გამგებელი ავთანდილ მექვაბიშვილი წინასაარჩევნოდ „აღმზრდელობით საუბრებს“ უტარებდა დაბა ნარუჯის ასევე გადამდგარ რწმუნებულს ვალოდია ბერიძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რისთვისაც წარმატებით გამოიყენეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა და გამგებლის კაბინეტი. ეს კიდევ ერთი ფაქტია არჩევნების მოსაგებად მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა.

მამია ბარამიძემ სპეციალურ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მის კაბინეტში სოფლის განვითარების პროგრამების საკითხებზე მართლაც ესაუბრებოდა გადამგდარ გამგებელს და ასევე გადამდგარ დაბა ნარუჯის რწმუნებულს.

„ყველას აინტერესებს, ავთო მექვაბიშვილი როგორ მოხვდა შეხვედრაზე. ეს არის პროექტი, რომელიც დაიწყო იმ პერიოდში, როცა მექვაბიშვილი იყო მუნიციპალიტეტის გამგებელი. მან გადაწყვიტა, რა უნდა გაკეთებულიყო ამა თუ იმ სოფელში და მანვე აიღო ის მონაცემები, რაც სჭირდებოდა მოსახლეობას. ავთო მექვაბიშვილს მე დავურეკე, მას ჰქონდა ის ინფორმაცია, რომელიც მე მჭირდებოდა. ვალოდია ბერიძე კი იმისთვის დავიბარე, რომ ამ დაბაში ერთადერთი წარმომადგენელია ჩემთვის“, - განაცხადა ბარამიძემ პრესკონფერენციაზე.

როგორც კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისთვის“ გამგეობის წევრი კახაბერ სოფრომაძე აცხადებს, ნაცვალაძეს კანონი არ დაურღვევია. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია, რა ხდება საჯარო დაწესებულებაში და რა თემაზე იმართება სხდომა, თუ იგი დახურული არაა ოფიციალური ბრძანებით.

მისივე თქმით, რაც შეეხება სხდომას ნაციონალების თანდასწრებით, ნებისმიერი საბიუჯეტო დაფინანსება უნდა გადაწყვიტოს მოქმედმა გამგებელმა და სამსახურებმა, ხოლო ამ პროცესში კანდიდატების ჩარევა დაუშვებელია. იგი შეიძლება განხილული იქნას როგორც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

„გამგებელი კაბინეტში თათბირებს როცა მართავს „ნაციონალებთან“, არღვევს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე 73-11 პრიმა და საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტს და 76-ე მუხლს“.

ახალი ამბები