კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კუდის განყოფილების უფროსი წინასაარჩევნო ზეწოლის გამო მოხსნეს

13 მაისი, 2010
შორენა ღლონტი, გურია

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ლანჩხუთის განყოფილების უფროსი თანამდებობიდან „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის გამო გაათავისუფლეს.

„კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახური, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კვალში უდგას ოპოზიციის კანდიდატებს“,  - აცხადებს „ალიანსი საქართველოსთვის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ლიდერი ელგუჯა ჩხაიძე.

მისი ინფორმაციით, 7 აპრილს ლანჩხუთში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ხათუნა კალმახელიძე იმყოფებოდა. იგი შეხვედრას მართავდა მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, სადაც იმყოფებოდა სოფელ ნიგვზიანის რწმუნებულის თანაშემწე, ავთანდილ სურმანიძე. ეს უკანასკნელი „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარობის კანიდადატია ამავე  სოფელში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, 7 აპრილს, 14:30 საათზე ლანჩხუთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის  უფროსმა ბუხუტი ჩხაიძემ სურმანიძე თავის ოფისში დაიბარა, სადაც სხვა ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნებიც იყვნენ. მათ სურმანიძეს ურჩიეს, უარი ეთქვა კენჭისყრაზე და გართულებებს მორიდებოდა.

„მინდა ვთქვა, რომ ბატონი ავთანდილი არ შეშინებულა და უარი არ უთქვამს ღირსეული ქვეყნის აღმშენებლობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად“, - ამბობს ელგუჯა ჩხაიძე.

მისივე ინფორმაციით, 27 აპრილს, 10:00 საათზე, ავთანდილ სურმანიძე სასაუბროდ ისევ დაიბარეს ლანჩხუთის უშიშროებაში. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კუდ-ის წარმომადგენელი ბუხუტი ჩხაიძე სურმანიძეს დათქმულ შეხვედრამდე 1 საათით ადრე სახლში ესტუმრა. ამჯერად, ჩხაიძემ მას სთხოვა, რომ გამომძიებელი თუ დაკითხავდა, ზეწოლის ფაქტი არ უნდა დაესახელებინა.

ეს საუბარი ბუხუტი ჩხაიძის ავტომანქანაში შედგა. „ალიანსი საქართველოსთვის“ ლანჩხუთის ოფისმა ამ შეხვედრაზე გაკეთებული საუბრის ნაწილის ჩანაწერი გაავრცელა.

„მე მითხრეს, რომ ჩემთან რწმუნებული მოვიდოდა პოლიციიდან, რომლისთვისაც არ უნდა მეთქვა უშიშროებასთან შეხვედრის ფაქტი და არც იმ საუბარზე მომეყოლა, რომელიც ლანჩხუთში, კუდის ოთახში შედგა 7 აპრილს“, - ამბობს სურმანიძე.

სურმანიძისა და ბუხუტი ჩხაიძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას „ალიანსი საქართველოსთვის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელობა წინასწარ ფლობდა. ელგუჯა ჩხაიძის ინფორმაციით, ისინი გეგმავდნენ სურმანიძეს შეხვედრაზე გაყოლოდნენ, თუმცა, გასაუბრების დროის გადაწევამ გეგმები ყველას შეუცვალა. მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ლანჩხუთის უფროს ბუხუტი ჩხაიძესაც, რომელმაც, სურმანიძეს შეხვედრიდან რამდენიმე საათში ტელეფონზე დაურეკა იმის გასაგებად, მოყვა თუ არა მათი საუბრის დეტალები „ალიანსის“ ხელმძღვანელობასთან.

- რა უნდოდათ, რა გკითხეს, ხომ არაფერი გითქვამს ჩვენი საუბრის შესახებ?
 
-გარკევით ისმის სატელეფონი ჩანაწერში, რომელიც ელგუჯა ჩხაიძემ „გურია ნიუსს“ გადასცა.


საუბარში ისიც ისმის, როგორ აფრთხილებს კუდ-ის თანამშრომელი ოპოზიციის კანდიდატს, რომ არ არის აუცილებელი მათი საუბრისა და შეხვედრების აფიშირება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამების დირექტორის ნინა ხატისკაცის განცხადებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ლანჩხუთის განყოფილების უფროსი ბუხუტი ჩხაიძე თანამდებობიდან მოხსნეს.

მისივე განცხადებით, ჩხაიძის გათავისუფლების თაობაზე განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ, 8 მაისს, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გააკეთა.

მანამდე კი, 5 მაისს, ავთანდილ სურმანიძემ ოზურგეთის რაიონულ პროკურატურას განცხადებით მიმართა ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით.

ახალი ამბები