კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტთან მჯდომარე საპროტესტო აქცია დაიწყო

13 მაისი, 2010
ადვოკატთა საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან მჯდომარე საპროტესტო აქცია დაიწყო. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, აქცია 24-საათიანი იქნება და ადგილობრივი თვითმმართველობის 30 მაისის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე გაგრძელდება.

ხაჭაპურიძესთან ერთად აქციაში ცნობილი ადვოკატები ლალი აფციაური, გელა ნიკოლაიშვილი, მალხაზ ჯანგირაშვილი და სხვები მონაწილეობენ. ისინი ცოტა ხნის წინ პარლამენტში წარდგენილი პროექტის დაუყოვნებლივ განხილვას მოითხოვენ, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მოიცავს.

„გაგვაჩნია მოტივირებული ვარაუდი, რომ ხელისუფლება ჩვენს მიერ მომზადებული პროექტს არ მიიღებს და მისი ხელწერიდან გამომდინარე, შეეცდება, პროექტის რეალიზებას ხელი შეუშალოს. საჯაროდ ვაცხადებთ, რომ ვიმოქედებთ მხოლოდ კონსტიტუციისა და სამართლის სივრცეში, მაგრამ ხელისუფლებამ არ უნდა შეიქმნის ილუზია, რომ ჩვენი სამართალმორჩილება და თვითკონტროლი მას პროექტის იგნორირების საშუალებას მისცემს. ჩვენი ბრძოლა თანმიმდევრული, უკომპრომისო და პროგრესირებადი იქნება სიმწვავის მატების მიმართულებით“, – განაცხადა საინიციატივო ჯგუფის სახელით შალვა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, ადვოკატთა ჯგუფი ყველა კოლეგას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანზაციებს და უფლებადამცველებს მიმართავს, მათ მოთხოვნას მხარი დაუჭირონ და პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პაკეტის მიღება უზრუნველყონ.

საინიციატივო ჯგუფმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებათა პაკეტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს გასული კვირის ბოლოს წარუდგინა, როცა უკვე ცნობილი იყო, რომ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტი მუშაობას წყვეტდა და პაუზას იღებდა.

„საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა უკანონოდ შეაჩერა. არ არსებობს პრეცედენტი, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ადგილობრივი არჩევნების გამო წყვეტდეს. გარდა ამისა, ჩვენს მიერ წარდგენილი ცვლილებათა პროექტი ასეთ პირობებშიც კი ის აუცილებელი გარემოებაა, რომლის გამოც პარლამენტის წევრები საგანგებოდ უნდა შეიკრიბონ და საკიხი კენჭისყრაზე გაიტანონ“, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

ადვოკატთა ჯგუფმა მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით პარლამენტს 7 მაისს მიმართა. ცვლილებების პროექტს 400-ზე მეტი ადვოკატი აწერს ხელს. საინიციატივო ჯგუფი უმოკლეს დროში საარჩევნო კოდექსში საარჩევნო უბნების 1500 ამომრჩევლის საფუძველზე ფორმირების წესის განმსაზღვრელი ცვლილების შეტანას მოითხოვს. ასევე მიაჩნია, რომ იმ ამომრჩეველთა სია, რომლებიც უბანზე აღრიცხულნი არიან, მაგრამ საქართველოში არ იმყოფებიან, ცალკე უნდა გამოიკრას.

ჯგუფი ასევე მოითხოვს: საოლქო და ცენტრალური საარჩევნო კომისიების 14 კვალიფიციური სუბიექტისგან პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებას, კომისიის წევრთა და წარმომადგენელთა შეცვლის თავისუფალი რეჟიმის შემოღებას.

ადვოკატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა ყველა დონის არჩევნებზე 50%-იანი საარჩევნო ბარიერის დადგენას, ასევე არჩევნების კომისიის სიითი შემადგენლობის 2/3-ით შეჯამებას და მთელ რიგ სხვა ტექნიკურ-პროცედურულ ცვლილებებს მოიცავს.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები