კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგაფიცვო კომიტეტი „ჯორჯიან მანგანეზისგან“ დანაპირების შესრულებას ელოდება

14 მაისი, 2010
თამთა კაკაურიძე, ზესტაფონი

ზესტაფონსა და ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ საწინააღმდეგო გაფიცვა და საპროტესტო აქციები შესაძლოა, კიდევ განახლდეს. 25 აპრილს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციამ და საგაფიცვო კომიტეტმა მოლაპარაკების გზით შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ როგორც ჩანს - დროებით. „ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებულები ეჭვობენ, რომ ადმინისტრაცია ატყუებს. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, როცა აღმოაჩინეს, რომ კომპანიის აქციონერები საერთო აზრზე ვერ შეჯერდნენ.

25 აპრილს საგაფიცვო კომიტეტთან მოლაპარაკებებს „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთი აქციონერი გიორგი კაპანაძე აწარმოებდა. მიღწეული შეთანხმების თანახმად, საგაფიცვო კომიტეტი 2010 წლის 26 აპრილის 8.00 საათიდან ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში შეწყვეტდა გაფიცვას, უზრუნველყოფდა საწარმოო პროცესის აღდგენას, რაც გამოიხატებოდა მუშა მოსამსახურეთა სამუშაო ადგილებზე დაბრუნებით და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით. თავის მხრივ, ადმინისტრაცია იღებდა ვალდებულებას, 2010 წლის 27 აპრილიდან შეექმნა ორივე მხარის წარმომადგენლებისგან შექმნილი კომისია არანაკლებ 10 წევრის შემადგენლობით, რომელიც ერთობლივად განიხილავდა საგაფიცვო კომიტეტის მოთხოვნებს 2010 წლის 15 ივნისამდე. ამ კომისიის მუშაობა უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე და ყოველკვირეულად უნდა წარმოედგინა ანგარიში. კომისიის მუშაობის შედეგად ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გავრცელდებოდა 2010 წლის მაისიდან.

აღმოჩნდა, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მეორე აქციონერი - ილია კოკაია არ ეთანხმებოდა ამ მოლაპარაკების შედეგებს და პარალელურად ქარხანაში აგიტაციებს ატარებდა. კვლავ შეიქმნა საშიშროება, რომ დასაქმებულები გაფიცვას განაახლებდნენ. ამას ისიც დაერთო, რომ 3 მაისს პირველად უნდა მომხდარიყო მუშების ინფორმირება კოლექტიური მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. თუმცა, საგაფიცვო კომიტეტს არ ჰქონდა დოკუმენტი, სადაც კონკრეტულად იქნებოდა გაწერილი მოლაპარაკებების შედეგები. საგაფიცვო კომიტეტმა დასაქმებულებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტა, კიდევ ერთი დღით გადაედოთ გაფიცვის დაწყება. როგორც აღმოჩნდა „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია უკრაინის მოლაპარაკებების შედეგებს ელოდებოდა, სადაც კომპანიის აქციონერებს უნდა გადაეწყვიტათ, რომელი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდებოდა პირველ ეტაპზე.

ამ მოლაპარაკებების შედეგები საგაფიცვო კომიტეტისთვის დღესაც არ არის ცნობილი, თუმცა მათ მიიღეს მყარი პირობა ქარხნის დირექტორ ვიშნევკისაგან, რომ გაფიცულებს აუნაზღაურდებათ 23-25 აპრილის ხელფასი (გაფიცული დღეების). ასევე მიიღეს დაპირება, რომ გაფორმდება უვადო კონტრაქტები, ამასთანავე შრომითი ხელშეკრულებები გაუფორმდებათ პროფკავშირებთან თანამშრომლობის გამო სამსახურიდან დათხოვნილ შაქრო ბრეგვაძეს და გიორგი გიორგიძეს. რაც შეეხება ხელფასის თემას, ამ საკითხის შესწავლა-განხილვა კვლავ მიმდინარეობს. ამას გარდა განხილული იქნება ხელფასის ინდექსაციის საკითხი. მოხდება შეთანხმება მთავარ აქციონერთან და მიღებული იქნება გონივრული გადაწყვეტილება, რომელიც ხელსაყრელი იქნება ორივე მხარისათვის.

ახალი ამბები