კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უცხოელი დამკვირვებლების შეფასება: „ფორმალურად არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მიუხედავად, ახალქალაქში დემოკრატია ნამდვილად არ არსებობს“

1 ივნისი, 2010

(ახალქალაქი, 2010 წ. 31 მაისი) ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისა და ავსტრიის ჰელსინკის ასოციაციის წარმომადგენლების ჯგუფი, რომლებიც დარეგისტრირდნენ როგორც ადგილობრივი დამკვირვებლები „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა სამხრეთ საქართველოში ჯავახეთის რეგიონში 29-31 მაისს.

შაბათ-კვირას და არჩევნების შემდეგ ჯგუფი შეხვდა ადგილობრივ კანდიდატებს, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს და ამომრჩევლებს. არჩევნების დღეს, ჯგუფი ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების 9 საარჩევნო უბანზე მივიდა; ერთ უბანზე ისინი დაესწრნენ გახსნას, ერთზე კი ხმების დათვლას. ადგილობრივი არჩევნების დროს ქართველმა ხალხმა აირჩია 63 საკრებულო და თბილისის მერი, რომელიც პირველად აირჩიეს პირდაპირი წესით. არჩევნების ადმინისტრირება ხდებოდა სამსაფეხურიანი სისტემით - ცენტრალური საარჩევნო კომისია, 73 საოლქო საარჩევნო კომისია და 3 619 საუბნო საარჩევნო კომისია.

არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა. ამომრჩევლები იღებდნენ ორ საარჩევნო ბიულეტენს - ერთს პროპორციული არჩევნებისათვის, მეორეს კი მაჟორიტარი კანდიდატის ასარჩევად. ახალქალაქის საკრებულოში 10 ადგილი პროპორციული სისტემით ნაწილდება (5%-იანი საარჩევნო ბარიერი) და 22 ადგილი განკუთვნილია მაჟორიტარი კანდიდატებისათვის. ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში ძირითადი მოსახლეობას სომხები წარმოადგენენ; ასევე ცხვორობენ ქართველები და რუსები (დუხობორები).

ზოგადი შთაბეჭდილება

ახალქალაქის 66-ე საარჩევნო უბანზე პარტიული სიით არჩევნების შედეგად, სადაც დამკვირვებლები დაესწრნენ ხმების დათვლის პროცესს, მმართველმა პარტიამ მიიღო ხმების 97 %. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს არ არსებობს სერიოზული გაყალბების მტკიცებულებები, ეს შედეგი, რომელიც ძალიან გავდა სხვა საარჩევნო უბნების შედეგებს, მიუთითებს, რომ ფორმალურად არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მიუხედავად, ახალქალაქში დემოკრატია ნამდვილად არ არსებობს. ძირითადი დარღვევები არ იყო დაკავშირებული არჩევნების დღემდე ოპოზიციის კანდიდატებზე, წარმომდგენლებზე და დამკვირვებლებზე ზეწოლასთან. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის საარჩევნო ბუკლეტების არსებობა საარჩევნო უბნებზე, და განსაკუთრებით არაუფლებამოსილი ადმიანების ყოფნა საარჩევნო უბნებზე, არაპირდაპირ ზეწოლას ახდენდა ამომრჩევლებზე. ერთ შემთხვევაში, სოფელ ფთენაში, არაუფლებამოსილი ადამიანი დირექტივებს აძლევდა საუბნო კომისიის წევრებს და „ეხმარებოდა“ ამომრჩევლებს საარჩევნო კაბინაში ხმის მიცემაში.

დარღვევები

საარჩევნო კოდექსი

მაჟორიტარი კანდიდატების არჩევა განსაზღვრულია საარჩევნო კოდექსით და ტრადიციისა და გეოგრაფიის საფუძველზე, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელის დირექტივების მიხედვით. ახალციხეში ეს ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რაოდენობა მერყეობს 238-დან 6 867 ამომრჩევლამდე; ანუ აქ ერთი ხმა დიდი საარჩევნო ოლქის 30 ხმას უდრიდა. ორი ყველაზე პატარა ერთეული შედგებოდა სოფლების - ჩუნჩხასგან და პტენასგან, სადაც 250 ამომრჩეველი ირჩევს საკრებულოს ერთ წევრს. ორივე სოფელი ქართველებით არის დასახლებული, რის გამოც სომეხი ამომრჩევლები და თანამდებობის პირები ეთნიკური ნიშნით ზეწოლაზე საუბრობენ მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნების დროს.

არჩევნების წინა პერიოდი

ახალციხეში ჩვენ მივიღეთ უამრავი საჩივარი ოპოზიციური პარტიებიდან, რომელიც ეხებოდა მათ კანდიდატებსა და კომისიის წევრებზე განხორციელებულ მუქარისა და ზეწოლის ფაქტებს. განსაკუთრებით რამდენიმე ფაქტი წარმოადგინა კონსერვატიულმა პარტიამ, რომელიც ითვლება მთავარ ოპოზიციურ პარტიად. ჩვენ არ შეგვეძლო აღნიშნული ფაქტების გამოძიება, მაგრამ ეს ფაქტები შევისწავლეთ დეტალურად, რაც საკმაოდ საყურადღებო იყო.

ეროვნული საბჭოს რამოდენიმე კანდიდატმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე; სავარაუდოდ მათზე და მათი ოჯახის წევრებზე განხორციელდა მუქარა სამსახურის დაკარგვის ან სასწავლებლებში პრობლემების შექმნით, თუ არ დაემორჩილებოდნენ მოთხოვნას. კანდიდატმა, რომელმაც გვთხოვა მისი სახელი ანონიმურად შეგვენახა და ასევე ოფიციალური სარჩელიც არ შეუტანია, გვიამბო, როგორ დაიბარეს უფროსის კაბინეტში და მოსთხოვეს უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, ვინაიდან უშიშროების სამსახური ემუქრებოდა მას.

ერთ-ერთმა ყოფილმა კანდიდატმა, რომელმაც ასევე ითხოვა, არ გაგვემხილა მისი ვინაობა, გვიამბო, როგორ დააკავეს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ახალქალაქში მაისის დასაწყისში. მათ წარუდგინეს საკუთარი თავი და სთხოვეს უარი განეცხადებინა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე მუქარისა და ზეწოლის ქვეშ. ის გამოეთიშა არჩევნებს. ეს ფაქტი რამდენიმე მოწმემ დაადასტურა. ჩვენ კითხვაზე - რატომ არ შეიტანა საჩივარი აღნიშნულ ფაქტზე ან პოლიციაში ან სასამართლოში, მან აგვიხსნა რომ ვინაიდან მთავრობის წარმომადგენლები ემუქრებოდნენ მას, აზრი არ ჰქონდა, საჩივარი შეეტანა იმავე ხელისუფლების ორგანოში.

აშკარად, ამ ფაქტების შედეგად ძირითად ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებში აღარ ჰყავდათ არც კანდიდატები, არც დამკივრვებლები და არც კომისიის წევრები ახალქალაქის 22 საარჩევნო უბანზე. კითხვაზე, რატომ იყვნენ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები და ასევე კონსტრუქციულად განწყობილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სოფელ დილისკაში, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ხუმრობით გვიპასუხა: ოპოზიციური პარტიის წევრებს თავისტკივილის ეშინიათო.

არჩევნების დღე

არაუფლებამოსილი ადამიანები საარჩევნო უბენებზე

ყველაზე აღმაშფოთებელი დარღვევა, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ უბნებზე, იყო არაუფლებამოსილი ადამიანების გამოჩენა, როგორც საარჩევნო უბნის შიგნით, ასევე გარეთ. ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ჩვენ ვნახეთ სოფლებსა და ქალაქში საარჩევნო უბნებზე, იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში შევხვდით. მიუხედავად იმისა, რომ საერთო სიტუაცია ნორმალური იყო, ჩანდა - მმართველ გუნდს ჰყავდა ხილული წარმომადგენლობა საარჩევნო უბნებზე, რაც შეგვიძლია ამომრჩევლებზე ზეწოლად შევაფასოთ.

სოფელ პტენაში 54-ე საარჩევნო უბანზე კარგად ჩაცმული მამაკაცი იმყოფებოდა შენობაში ჩვენი იქ ყოფნის დროს. კომისიის თავჯდომარეს როცა ვესაუბრებოდით, ის კაცი კარნახობდა, ჩვენთვის რა უნდა ეპასუხა. მოგვიანებით, ეს მამაკაცი ერთ-ერთ ამომრჩეველს კაბინაშიც შეყვა. როცა კომისიის წევრებს ამ კაცის ვინაობა ვკითხეთ, მათ მითხრეს - კომისიის წევრიაო. თუმცა, მას არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და როცა კითხვა პირადად მას დავუსვით, მან უარყო რომ იყო კომისიის წევრი.

პროცედურული დარღვევები

ძირითადად, საარჩევნო უბნებზე ატმოსფერო იყო მშივიდი და მოწესრიგებული, მაგრამ ბევრგან ჩანდა, რომ საარჩევნო კომისიის წევრებმა კარგად არ იცოდნენ საარჩევნო პროცედურები. უბნების გახსნისა და დახურვის დროს, კანონით გათვალისწინებული პროცედურები არ ჩატარებულა. თუმცა, ეს არ ყოფილა მნიშვენლოვანი დარღვევები.

იყო შემთხვევები, როცა ოჯახის წევრები ერთად აძლევდნენ ხმას (პირველი და 54-ე საარჩევნო უბანი). მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალები იყო საარჩევნო უბნების შიგნით და გარეთ სამ უბანზე. 66-ე უბანზე, რომელზეც 375 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული და 278 გამოცხადდა, 5 ხელმოწერა არ იყო დაფიქსირებული.

 ოქმები

„ეროვნული საბჭოს“ წარმომადგენელი არმენ ფარმანიანი აცხადებდა, რომ ოქმებში ციფრები და მონაცემები იყო შეცვლილი შეჯამების დროს. ჩვენ ფოტო გადავუღეთ ერთ ხელოწერილ ოქმს, რომელშიც ციფრები აშკარად შეცვლილი იყო (ახალქალაქის სააარჩევნო უბანი # 44). ახალქალაქის 48-ე საარჩევნო უბანზე ასევე გადავიღეთ ერთი ოქმი, რომელშიც ციფრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა და მიუთითებდა, რომ უბანზე მოსულ ამომრჩევლეთა რაოდენობა იყო გაზრდილი და შედეგებიც შეცვლილი იყო.

ახალი ამბები