კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტი სწრაფად და უხარისხოდ აშენებული ციხეებით ტრაბახობს

8 ივნისი, 2010
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი   

რუსთავში #1 საერთო და მკაცრი რეჟიმის ახალი დაწესებულება გაიხსნა. საპატიმროს გახსნის ცერემონიალს 1 ივნისს თვით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო და შეკრებილებს შეახსენა, რა ხდებოდა ძველ საპატიმროში: „აქ ქურდები მართავდნენ ყველაფერს. საჭმელი პრაქტიკულად არ იყო. ყველაფერი შემოდიოდა გარედან და აქედან იმართებოდა დანაშაული საქართველოში. აქედან იგეგმებოდა ე.წ. „ვაზვრატები“ მოპარულ მანქანებზე. აქედან ხორციელდებოდა რეკეტი. ერთი სიტყვით, ეს იყო ანტისანიტარიის, განუკითხაობისა და უკანონობის კერა საქართველოში“.

გახსნის ცერემონიალს უცხოელი სტუმრები და სახალხო დამცველი ესწრებოდა. „ეს ახალი დაწესებულება ხელს შეუწყობს არსებულ დაწესებულებებში პატიმართა განტვირთვას. გააუმჯობესებს მათი ცხოვრების პირობებს. მსგავსი ტიპის დაწესებულების გახსნა უკეთესობისკენ შეცვლის სიტუაციას. სამწუხაროდ, დასავლეთ საქართველოში რჩება არაერთი სასჯელაღსრულების ძველი დაწესებულება, ასევეა თბილისის #1 საპყრობილე, რომელიც სალიკვიდაციოა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა.
 
მიუხედავად იმისა, რომ პატიმართა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ბევრს საუბრობენ, რუსთაველი ქალბატონი, რომელსაც მე-3 წელია, შვილი ციხეში ჰყავს, ამბობს, რომ სახლში რაც კი ღირებული ჰქონდა, ყველაფერი გაყიდა შვილის შესანახად. „თვეში სულ ცოტა ასი ლარი მაინც მჭირდება შვილისთვის, რათა დარეკვა შეეძლოს ჩემთან და ციხის მაღაზიაში საჭმელი იყიდოს. დიდ მიღწევად რომ თვლიან ციხის ახალ მაღაზიებს, აბა, კარგად გაარკვიონ მანდ პროდუქტებს რა ფასი ადევს“, – ამბობს პატიმრის მშობელი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ #1 საპყრობილეში ყოფნისას მართლაც დაინტერესდა ციხის მაღაზიის ფასებით. არც ერთ პროდუქტს ფასი არ ეწერა. გამყიდველი კი გვარწმუნებდა, რომ ფასები არათუ ძვირი, არამედ პირიქით - სხვა მაღაზიებთან  შედარებით, იაფია.

     

ვისარგებლეთ შემთხვევით და პრეზიდენტის საპატიმროდან წასვლის შემდეგ ობიექტი კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ. ვნახეთ ციხის ბიბლიოთეკა, სადაც ერთი და იგივე ათობით წიგნი ეწყო. ვესაუბრეთ საპყრობილის სტომატოლოგს. მან აღნიშნა, რომ პატიმრების საშუალება აქვთ, მიიღონ პირველადი დახმარება და კბილებიც დაიპლომბონ. ასევე გვითხრა, რომ შედარებით ძვირიან ჰელიოპლომბს არ იყენებს. ეს უკანასკნელი 20 ლარამდე ღირს. ჩვენ ასევე შევედით ახალგახსნილი ციხის საპირფარეშოში, სადაც ვეცადეთ, შეგვემოწმებინა წყლის ჩამრეცხის მუშაობა. სამწუხაროდ, ჩამრეცხი პირველივე ჩამოწევაზე მოწყდა და დაზიანებული დეტალი იქვე დავდეთ.

აღნიშნული დაწესებულების  მშენებლობა 7 თვის მერე უნდა დასრულებულიყო.  სასაჯელაღსრულების მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ სიამაყით აღნიშნა, რომ  დროზე ადრე საპატიმროს მშენებლობა ოცდაოთხსაათიანი მუშაობის შედეგია და ეს ხარისხის ხარჯზე არ მომხდარა.

ითქვა ისიც, რომ რუსთავში მალე კიდევ ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულება გაიხსნება, ამჯერად - ქალი პატიმრებისთვის.

ახალი ამბები