კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სააკაშვილი სარკოზის შეხვედრას ექვსი თვე ეხვეწებოდა

9 ივნისი, 2010
იზაბელ ლასერე, Le Figaro

უკვე ექვსი თვეა, რაც ის ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრას ითხოვს. ელისეს სასახლე, როგორც იქნა, დასთანხმდა საქართველოს პრეზიდენტის თხოვნის დაკმაყოფილებას. საქართველოს ლიდერი პარიზში ოთხშაბათამდე დარჩება და მას რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი შეცვლის.

დღეს კვლავ ერთგვარი დათბობა შეიმჩნევა თბილისისა და პარიზის ურთიერთობებში, რაც საგრძნობლად გაუარესდა ელისეს სასახლის მიერ კრემლთან დაახლოებისკენ აღებული კურსის გამო. და მაინც კვლავ გადაუჭრელია ძირითადი სადაო საკითხი - რუსეთისთვის „მისტრალის“ კლასის ოთხი ვერტმფრენმზიდის მიყიდვაზე ფრანგული მხარის გადაწყვეტილება (ამ გემს ბევრი ფრანგული ფლოტის მარგალიტად მიიჩნევს). საქართველო, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის არმიას დღემდე დაკავებული აქვს, ამტკიცებს, რომ ამ გარიგებამ რეგიონში შეიძლება სტრატეგიულ ძალთა ბალანსი შეცვალოს. აქ არ შეიძლება, არ გავიხსენოთ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის სიტყვები, რომელიც საუბრობდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს „მისტრალი“ შავი ზღვის ფლოტს საშუალებას მისცემდა, „ყველა ამოცანა 26 საათის ნაცვლად 40 წუთში გადაეწყვიტა“.

ქართველები რუსეთისთვის სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემაზეც არიან შეშფოთებულები. მათი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება პოლიტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუგებარია.

„შეიძლება კი სახელმწიფომ, რომელმაც სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას მიაღწია და შუამავალი იყო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, ერთი მხარის შეიარაღებას დასთანხმდეს მეორის საზიანოდ? ეს ყველაფერი მშვიდობისმყოფელის როლს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება“, – აცხადებს ქართველი დიპლომატი.

მართალია, საქართველო აპირებს ამ საკითხის დეტალურ განხილვას საფრანგეთის ხელმძღვანელობასთან, მაგრამ მას ელისეს სასახლესთან კონფლიქტის ოდნავი სურვილიც კი არა აქვს.

„მნიშვნელოვანი არ არის, მოეწერება თუ არა ხელი კონტრაქტს. რუსეთმა ხომ უკვე მოიპოვა მისთვის ესოდენ  საჭირო პოლიტიკური სიმბოლო: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ინიციატორი ქვეყანა თანხმდება, იარაღი მიჰყიდოს მხარეს, რომელიც მას არღვევს! ყველაზე უარესი უკვე მოხდა. ამის გამო ჩვენ არ ვაპირებთ საფრანგეთთან ბრძოლას“, – განაცხადა საკითხის განხილვაში მონაწილე საქართველოს წარმომადგენელმა.

2008 წლის ხუთდღიან ომში პოზიციების დაკარგვის შემდეგ, საქართველო დღეს დასავლეთში ახალ მოკავშირეებს ეძებს. საფრანგეთი, ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური კანდიდატია. საქმე ის არის, რომ საფრანგეთის და რუსეთის ურთიერთობები არც ისეთი უღრუბლოა, როგორც ზოგიერთები იმედოვნებენ. მოსკოვი რომ უარს ამბობს თბილისთან ხელმოწერილი შეთანხმების პირობების შესრულებას, პარიზში საგრძნობ გაღიზიანებას იწვევს. კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი: „მისტრალის“ გაყიდვაზე მოლაპარაკებები ყოველგვარი კონკრეტული შედეგების გარეშე ჭიანურდება. კრემლს ოთხი ხომალდიდან სამის აშენება რუსეთში სურს. ელისეს სასახლე კი მოითხოვს, ორი გემი სენ-ნაზერეს ვერფებზე აიგოს.

გარდა ამისა, საქართველოს ლიდერებს პარიზისგან ევროკავშირში მათი მისწრაფების მხარდაჭერის მოპოვება სურთ. ბოლო დროს ამერიკელები ერთგვარად ჩამოშორდნენ რეგიონის საქმეებს, რასაც 2008 წლის აგვისტოში მათი თავშეკავებული რეაქცია ადასტურებს. „ფრანგები კი პირიქით - გვეხმარებიან ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევაზე მოლაპარაკებებში. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყნის მხარდაჭერა“, – გვიხსნის საქართველოს წარმომადგენელი.

ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერა თბილისისთვის მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ მისი სტრატეგიული პრიორიტეტები არსებითად შეიცვალა. საქართველო, რომელიც მისი უზარმაზარი და მოუქნელი მეზობლის სამხედრო ინტერვენციის საფრთხის ქვეშ იმყოფება, რუსი დათვისგან დაცვის გარანტიების მისაღებად დიდი ხანია, ნატოს კარზე აკაკუნებს.

„მაგრამ თუკი ადრე ჩვენი მოკლევადიანი პრიორიტეტული ამოცანა ნატოში გაწევრიანება იყო, მაშინ როცა ევროკავშირთან მიერთება უფრო შორეულ პერსპექტივას წარმოადგენდა, დღეს მიგვაჩნია, რომ ნატოში გაწევრიანების საუკეთესო საშუალება ევროკავშირთან დაახლოებაა“, – ამბობს ქართველი ექსპერტი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მომავალზე მადლენ ოლბრაიტის ჯგუფის მიერ ახლახანს გამოქვეყნებულმა დასკვნამ, ქართველებზე ცივი დუშის ეფექტი იქონია, რადგან უახლოეს მომავალში მათ ნატოში გაწევრიანების გზა ჩაუკეტა. ამგვარად, თბილისს ამ ტენდენციის გადასატეხად ლისაბონში წლის ბოლოს დაგეგმილი სამიტის წინ, გათვლა პარიზის დახმარებაზე აქვს.

ახალი ამბები