კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ საქართველოში არსებულ ვითარებასა და რუსეთში დემოკრატიის მდგომარეობას საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობად მიიჩნევს

11 ივნისი, 2010
 ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში არსებულ ვითარებასა და რუსეთში დემოკრატიის მდგომარეობას საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობად მიიჩნევს.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს რუსეთისა და ევრაზიული რეგიონის საქმეების დირექტორმა, მაიკლ მაკფოლიმ ვაშინგტონის პიტერსონის ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.

მაკფოლიმ აშშ-ში პრეზიდენტ მედვედევის ვიზიტის წინ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კითხვაზე, არის თუ არა ობამას ადმინისტრაციის მიზანი, ხელი შეუწყოს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციის მშვიდობიანი გზით დასრულებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაიკლ მაკფოლიმ განაცხადა: „აბსოლუტურად ასეა. ეს არის ჩვენი მიზანი. საქართველოსთან მიმართებაში სხვა გეგმებიც გვაქვს. ჩვენი მიზანია, საქართველოსა და მთელ რეგიონში სტაბილურობის განმტკიცება; საქართველოში დემოკრატიის განმტკიცება და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა. ჩვენ ამას ერთდროულად ვაკეთებთ".

ამასთან ერთად, მაიკლ მაკფოლიმ ისიც აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აშშ-ს ძალისხმევას ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია.

„მივაღწიეთ კი ჩვენ პროგრესს ჩვენი მთავარი მიზნების განხორციელებაში? ჩემი პასუხია  - არა, ვერ მივაღწიეთ. ჩვენ გვაქვს მიზანი, სტრატეგია, რომელსაც ვახორციელებთ და ამ საკითხებს განვიხილავთ პრეზიდენტ მედვედევთან. მაგრამ კითხვაზე, მივაღწიეთ თუ არა ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერებაში რეალურ პროგრესს, პასუხი ასეთია  - არა“, - აღნიშნა აშშ-ის წარმომადგენელმა.

მაკფოლის განცხადებით, ობამას ადმინისტრაცია მზად არის, განიხილოს ნებისმიერი წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გაძლიერებას. მისივე განმარტებით, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მეორე წარუმატებლობა რუსეთში დემოკრატიისა და ადამიანი უფლებების მდგომარეობაა.

მაკფოლის თქმით, აშშ-ს ადმინიტრაციის მიზანია რუსეთსა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანში დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერა, მაგრამ გახდა თუ არა რუსეთი ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ უფრო დემოკრატიული, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას აშშ-ის წარმომადგენლემა თავი აარიდა და დასკვნის გაკეთება ექსპერტებს მიანდო.

მიუხედავად ამისა, იგი რუსეთის ხელისუფლების მოქმედებაში, როგორც პოზიტიურ, ისე ნეგატიურ მომენტებსაც ხედავს. მაკფოლი პოზიტიურად მიიჩნევს რამდენიმე მერის მოულოდნელ არჩევას, ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც კორუფციის წინააღმდეგაა მიმათული.

„ჩრდილოეთ კავკასიაში ძალადობის ხარისხი იზრდება, გრძელდება ხალხის დაპატიმრება. მედია, განსაკუთრებით - ტელევიზია კონტროლირებადია. არის თუ არა კავშირი ახალ პოლიტიკასა და დემოკრატიას შორის, რაც რუსეთში ხდება? მე არ შემიძლია ამის შესახებ საბოლოო დასკვნების გაკეთება“, -  აღნიშნა მაკფოლიმ.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები