კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკუთრების მორიგი ხელყოფის ფაქტს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სტრასბურგში გაასაჩივრებს

16 ივნისი, 2010

ნინო გელაშვილი

15 ივნისს კერძო საკუთრების ხელყოფის მორიგ ფაქტთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებათა ცენტრში“ პრესკონფერენცია გაიმართა. საქმე ეხება „ფარმაკონ 11“-ის მესაკუთრეს, ნოდარ ბეგიაშვილს, რომელსაც საგადასახო სამსახურმა დავალიანების სახით 301472,95 ლარი დაარიცხა.

მესაკუთრე ნოდარ ბეგიაშვილი დაკისრებულ გადასახადს უკანონოდ მიიჩნევს და სასამართლოში ჩივის. საქალაქო სასამართლომ დავა მის სასარგებლოდ გადაწყვიტა, მაგრამ სააპელაციო სასამართლოში საპირისპირო შედეგი დადგა. ამჟამად საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს. სასამართლოს სხდომა 24 ივნისს არის ჩანიშნული. თუმცა, ბეგიაშვილი ზოგადი ტენდენციიდან და სააპელაციო სასამართლოს გადაწტვეტილებიდან გამომდინარე, ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილება უსამართლო იქნება.

ამავე დროს, მის მიერ კუთვნილი ფართი თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მთავრობას აუქციონზე გამოაქვს და გაყიდვას სასამართლოს დასრულებამდე უპირებს. ბეგიაშვილმა უზენაეს სასამართლოს ამ პროცესის დროებით, სასამართლოს დასრულებამდე შეჩერება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ნესტან ლონდარიძის თქმით, თუ ობიექტი პირველ აუქციონზე ვერ გაიყიდა, მისი ფასი მეორე აუქციონისთვის განახევრდება. ამის შემდგომაც თუ არ გაიყიდა, უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს.

ბეგიაშვილი ეჭვობს, რომ მის ქონებას მყიდველი არც ერთ აუქციონზე არ გამოუჩნდება და ამ ფართის სახელწიფოსთვის ნაძალადევად ჩუქება მოუწევს.

ამ გამოცდილების გამო, ნოდარ ბეგიაშვილმა, 24 ივნისამდე დაიწყო მზადება სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის შესატანად. ამაში მას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაეხმარება. ცენტრის იურისტების თქმით, ისინი საქმეს უკვე კარგად იცნობენ და კერძო მესაკუთრის უფლებების სტრასბურგში დასაცავად მზად არიან.   

ადვოკატ ნიკოლოზ ლეგაშვილის განცხადებით, სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში საქართველოდან  გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა. ასევე გაიზარდა საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების რაოდენობა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ნოდარ ბეგიაშვილის საქმის მოგებაში დარწმუნებულია. ნიკოლოზ ლეგაშვილი სტრასბურგში სარჩელების გაგზავნაზე მუშაობს. მისი თქმით, სარჩელების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზია სტრასბურგის სასამართლოს ხელმისაწვდომობა ნებისმიერი მოქალაქისათვის. საქართველოს მოქალაქეებმა უკვე იციან, რომ ევროპის სასამართლო კარგი საშუალებაა საქართველოში შელახული უფლებების დასაცავად. მეორე მხრივ, საერთო სასამართლოებში და განსაკუთრებით ბოლო ინსტანციაში - უზენაეს სასამართლოში არ ითვალისწინებენ, რომ როგორი უსამართლო გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, იგი სტრასბურგში მაინც გასაჩივრდება. შესაბამისად, დიდწილად, დაკმაყოფილდება კიდეც. ასეთი მიდგომის გამო, წლიდან წლამდე საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან სულ უფრო მეტი და მეტი კომპენსაციის გადახდა ეკისრება, რაც ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყნისთვის დიდი დარტყმაა.

2009 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოდან გაგზავნილი 11 სარჩელი განიხილა და 11-ვე მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილა. აქედან 7 დარღვევა შეეხებოდა არაადამიანურ და პატივის შემლახავ მოპყრობას, 1 - ეფექტური გამოძიების შეუძლებლობას; 6 - თავისუფლებასა და უსაფრთხოებას; 1- პირადი ცხოვრების უპატივცემლობას

ახალი ამბები