კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ნაციონალურ მოძრაობას“ კომპანიებმა ხარკი არჩევნების მეორე დღეს გადაურიცხეს

25 ივნისი, 2010
 გელა მთივლიშვილი

სხვადასხვა ორგანიზაციებმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნოდ თანხები არჩევნების შემდეგ შესწირეს. 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოწირულობის სახით სულ 14 113 411. 8 ლარი მიიღო და დახარჯა. ეს თანხა 20-ჯერ აჭარბებს არჩევნებში მეორე ადგილზე გასულ „ქრისტიან - დემოკრატების“ მიერ გაწეულ ხარჯებს და 100-ჯერ აღემატება „ალიანსი საქართველოსთვის“ ხარჯს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საბოლოო ანგარიშის თანახმად, არჩევნებისთვის 13 512 888. 8 ლარი, თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიღო. კერძოდ, 12 აპრილისთვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფონდში 11 მილიონი ლარი გადარიცხა, 11 მაისს - 1 200 000 ლარი, 28 მაისს - მილიონი. არაფულადმა შემოწირულობამ 312 888 ლარი შეადგინა.

საგარეჯოში მდებარე შპს „კავკასავტომაგისტრალმა“ 2010 წლის 31 მაისს სახელისუფლო პარტიას 80 ათასი ლარი შესწირა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ფონდში არჩევნების მეორე დღეს - 31 მაისს თანხები ჩარიცხეს: შპს „ლოჭინმა“ - 80 ათასი ლარი; შპს „ბელ-ბაუმ“ - 50 ათასი ლარი; შპს „ავტობანმა“ – 60 ათასი ლარი, შპს „იბოლიამ“ – 50 ათასი ლარი; შპს „კამამ“ - 100 თასი ლარი; სს „თბილისმა“ – 60 ათასი ლარი; შპს „გზამშენი-4“-მა – 70 ათასი ლარი; შპს „საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის სამსახურმა“ - 50 ათასი ლარი.

შპს „კავკასავტომაგისტრალი“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მრავალჯერ გამარჯვებული ორგანიზაციაა. კომპანია გზის სარეაბილიტაციო, გაზიფიცირების, სასმელი წყლის გაყვანის სამუშაოებს ახორციელებს და ძირითადად კახეთის რეგიონში მუშაობს.  „კავკასავტომაგისტრალმა“ 2009 წელს 14 500 000 ლარი მიიღო კახეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 99 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო ფონდში სულ შესულია 646 631 ლარი. აქედან, ფულადმა შენატანებმა შეადგინა 246 631 ლარი, ხოლო საეთერო დროის სახით შეწირულ იქნა 400 000 ლარი. აუდიტორული დასკვნის თანახმად, „ქრისტიან - დემოკრატებმა“ საარჩევნოდ სულ 659 535 ლარი გახარჯეს. „ქრისტიან - დემოკრატიულ მოძრაობას“ ფული სულ 16-მა ფიზიკურმა პირმა შესწირა. მაგალითად, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში მცხოვრებმა დავით ქიტესაშვილმა 20 000 ლარი და ლაგოდეხის რაიონის სოფელ თელაში მცხოვრებმა რამაზ ტეფნაძემ 22 000 ლარი, პარტიის საარჩევნო ფონდში, არჩევნების ჩატარების შემდეგ, 3 – 4 ივნისს ჩარიცხეს.

საარჩევნო ბლოკმა „ალიანსი საქართველოსთვის“ საარჩევნოდ შემოწირულობის სახით სულ 147 380 ლარი მიიღო, 69 ფიზიკური და 3 იურიდიული პირისგან. „ალიანსი საქართველოსთვის“ ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო ხარჯებმა სულ 136 587 ლარი შეადგინა.

ექსპერტების განცხადებით, დაფინანსების ამ პირობებში, რასაც სახელისუფლებო პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც დაემატა, ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების არავითარი შანსი არ ჰქონდა

ახალი ამბები