კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინფორმაციის დამალვის სამინისტრო

2 ივლისი, 2010

შორენა ლათათია

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ელემენტია. სახელმწიფოს ხელისუფლება ვალდებულია, ამ მხრივ, აქტიური პოლიტიკა გაატაროს და ამაზე არც არავინ დავობს. თუმცა, ფაქტია, რომ პრაქტიკული თვალსაზრისით, ადმინისტრაციული ორგანოები ძალიან ხშირად ყოველგვარი რეაგირების გარეშე ტოვებენ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებებს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ნესტან ლონდარიძის თქმით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო იმ ერთ-ერთ გამონაკლის ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენდა, რომელიც დაგვიანებით, მაგრამ  ყოველთვის რეაგირებდა მათ მიერ მიწერილ განცხადებებზე.  2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად კი სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა.  საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის მიმართვამ დღეს თითქოს აზრი დაკარგა. უწყებისადმი გაგზავნილი არაერთი განცხადება უპასუხოდაა დარჩენილი.

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით სამინისტროს უმოქმედობა დევნილთა შორის ინფორმაციის ნაკლებობას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.  ხშირია შემთხვევები, როცა იძულებით გადაადგილებული პირები „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით დახმარებას თხოვენ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ნიკოლოზ ლეგაშვილმა, კონკრეტული საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანის სახელზე ორი განცხადება გააგზავნა. ერთ-ერთი სამინისტრომ ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვა, მეორეზე კი, რომელშიც პირველი განცხადებით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია იყო დაზუსტებული, ძალიან მშრალი და არასრულყოფილი პასუხი გასცა. მაგალითად, კითხვაზე -  დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნის საკითხზე რამდენი განცხადებაა განხილვის პროცესში და რამდენ დევნილზე არ გაცემულა ერთჯერადი ფულადი დახმარება, სამინისტროს პასუხი არ გაუცია.
   
2010 წლის 29 ივნისს, საქართველსოს პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში  ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სახელი შეეცვალა და ეწოდა - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. ამით  ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებს და ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს. თუმცა, ფაქტია, რომ ეს სამინისტრო ზემოთხსენებულ პირებთან დაკავშირებით ყველაზე ნაკლებად ფლობს ან გასცემს ინფორმაციას.

ახალი ამბები