კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსკოვში საინფორმაციო ომის ახალი ძალით გაჩაღებასა და ქართულენოვანი ფედერალური მედია-არხის შექმნის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ

9 ივლისი, 2010
„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ 2008 წლის ომის ფაქტზე რუსეთის მისამართით ნათქვამმა სიტყვამ - „ოკუპაცია“ მოსკოვში დაუფარავ უკმაყოფილებასთან ერთად დაბნეულობაც გამოიწვია. რუსი ანალიტიკოსები ხმამაღლა საუბრობენ, რომ მსოფლიოს მხრიდან ასეთი დამოკიდებულება იმის შედეგია, რომ რუსეთმა საქართველოსთან საინფორმაციო ომი წააგო - პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის ანალიტიკოსის ანატოლი ჩიგანკოვის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რუსეთმა ოპერაცია საქართველოს მშვიდობისკენ იძულების გამო წამოიწყო, საინფორმაციო გამარჯვება მაინც თბილისს რჩება“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით „უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოსთან საინფორმაციო ომი წავაგეთ"“ - მოსკოვში „ქართული პროპაგანდის ჩახშობაზე“ და ქართულენოვანი ფედერალური მედია-არხის შექმნის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.

„რუსი პოლიტოლოგი თვლის, რომ „ხალხმა უნდა იცოდეს 5-დღიანი ომის სიმართლე და რადგანაც საქართველოში შეიქმნა რადიო, რომელიც რუსულ ენაზე მაუწყებლობს და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს ახმოვანებს, ამიტომაც აუცილებელია საპასუხო ნაბიჯი - უნდა შეიქნას რუსეთის ფედერაციის მედია-არხი, რომელიც ქართულ ენაზეც იმაუწყებლებს და სიმართლეს გაავრცელებს“. მას მიაჩნია, რომ „საქართველოს პროპაგანდა რუსეთში უნდა ჩაიხშოს". პოლიტოლოგი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ ახლავე შეიქმნას საინფორმაციო შტაბი, რომელიც რუსეთის ინტერესებს, პოზიციებსა და შეხედულებებს ყველა ენაზე და ყველა ქვეყანაში გაავრცელებს“.

„პირველ რიგში უნდა შეიქმნას სტრუქტურები, რომელიც მხოლოდ საწინააღმდეგო ინფორმაციების განეიტრალებაზე იმუშავებს. კონტრაქტი უნდა გაფორმდეს სხვა ქვეყანასთან და მოამზადონ ტელეგადაცემები, რომელიც ყველა ენაზე და ყველა ქვეყანაში გავა. ამისთვის სპეციალურად უნდა მოვემზადოთ და არა მარტო ჟურნალისტები, არამედ კინორეჟისორები და სცენარისტები უნდა ჩაერთონ“, - ამბობს ჩიგანკოვი.

რუსი ექსპერტის მტკიცებით, საქართველოს მხრიდან საინფორმაციო პროვოკაციები ისევ მოსალოდნელია. „სააკაშვილი ამას არ შეწყვეტს, ამიტომაც ზომების მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“. ექსპერტი საკუთარ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ სასწრაფოდ მოლაპარაკება დაიწყოს სხვა საინფორმაციო ქსელებთან. მაგალითად, ისე, როგორც ლათინური ამერიკა ყველა ჩრდილოამერიკულ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“-საგან იღებს. მისივე თქმით, „საინფორმაციო ომის ახალი ტალღის აგორებისას გამოყენებული უნდა იყოს დიპლომატიური ფრონტიც. გაერო-ს უშიშროების საბჭოზე უნდა დაიწყოს საუბარი, რომ თავდასხმა საქართველომ დაიწყო. რუსეთმა ეს მომენტი გაუშვა“, - დასძენს გამოცემა.

„ეს არის რუსეთის ტიპური რეაქცია - როცა თავის შეცდომის აღიარება არ სურთ, თვლიან, რომ ე.ი. საინფორმაციო მანქანამ უღალატა, ჟურნალისტებმა დააშავეს. ჟურნალისტებსაც ხომ ამიტომ ბრალდებათ ყველაფერი - ფაქტებს ისინი ამახინჯებენო. რუსეთისთვის წამგებიანი თავად რეალობა იყო და ასეთ დროს საინფორმაციო ომის მოგება არ არის ძალიან ძნელი ჩვენთვის. თუმცა საინფორმაციო ომი მრავალ და მნიშნელოვან ნაწილში კი მოიგო საქართველომ, მაგრამ რაღაც ნაწილში - წააგო. მაგალითად, ის ყბადაღებული კითხვა - ვინ დაიწყო ომი, საიდან იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული - ამ ნაწილში წავაგეთ, რადგანაც მსოფლიოში ორაზროვნება დარჩა“, - აცხადებს „რეზონანსის“ კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი რამაზ საყვარელიძე.

„თუმცა, მას შემდეგ, რაც რუსულმა ტანკებმა კონფლიქტის გარეთა რეგიონის საზღვრებშიც გააღწიეს, საინფორმაციო პროპაგანდა იმდენად აუცილებელი არ იყო, რადგანაც ეს უკვე აღარ ითვლებოდა რუსების მიერ გაცხადებულ „საკუთარი მოქალაქეების დახმარებად“ და ამიტომაც ჩვენ მთელმა მსოფლიომ დაგვიჭირა მხარი. ეს ფაქტი მსფოლიომ გაიგო, თანაც ისე, როგორც უნდა გაეგო - ეს იყო ინფორმაციული თვალსაზრისით მოგება. მით უმეტეს, თუ ამას პრეზიდენტების ჩამოსვლასაც დაამატებთ. მარტო მედიასაშუალებებზე არ არის საუბარი. თავად აქციების გზით საქართველომ ეს საინფორმაციო ომი კარგად აწარმოა“, - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

„რა შუაშია საინფორმაციო ომის წაგება-არწაგება?! საინფორმაციო თვალსაზრისით ვერ ვაჯობებდით რუსეთს, თავად რუსეთის პოზიცია რომ არ იყოს ძნელად დასაცავი. რუსეთში აღშფოთებულები და გაღიზიანებულნი არიან იმის გამო, როგორ ილაპარაკა ჰილარი კლინტონმა. მან ბევრჯერ ახსენა ტერმინი „ოკუპაცია“ და ძალიან მკაცრი პოზიცია გამოხატა. რუსეთიდან ძალიან ბევრი ჟურნალისტისგან მივიღე კითხვები და ვიცი, რომ ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი აჟიოტაჟია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საინფორმაციო ომი მოვიგეთ და ამიტომაც არის ასეთი პოზიცია დასავლეთის მხრიდან. ჩვენ ამისთვის შესაბამისი საშუალებები არ გვაქვს. რუსეთის ინფორმაციის მანქანა ძალიან ძლიერია, ჩვენზე მეტად დიდი საშუალებები აქვთ, მაგრამ იმის გამო რომ რეალურად არის ტერიტორია ოკუპირებული, ძალიან ძნელია იმ გადაწყვეტილებებს არ დაეთანხმო, რაც ტალიავინის კომისიამ და მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნია“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი გოგი ხუციშვილი.

„ინტეპრესნიუსის“ პრესის მიმოხილვის მიხედვით

ახალი ამბები