კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავის საკრებულოში დებულებებს წაუკითხავად იღებენ

14 ივლისი, 2010
მანონ ბოკუჩავა

რუსთავის საკრებულოს წევრები ხმას საკრებულოს დებულებას, კომისიების შექმნას და საბიუჯეტო ცვლილებებს ისე აძლევენ, რომ ეს დოკუმენტები წაკითხულიც არ აქვთ. ამის შესახებ, 2 ივლისის სხდომაზე, საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა განაცხადეს.

,,მე ვერ მივცემ ხმას იმ დებულების დამტკიცებას, რომლის წაკითხვის საშუალებაც არ მქონდა. შეიძლება ამხელა დოკუმენტი ახლა ორ წუთში წავიკითხო და ჩემი აზრი შევიქმნა მასზე’’, – განაცხადა სხდომაზე საკრებულოს წევრმა ალასანიას გუნდიდან უტა ლიპარტიამ.

როგორც გაიკვა, სხდომის დღის წესრიგი და განსახილველი დოკუმენტები საკრებულოს წევრებს იმ დღეს დაურიგდათ. ,,თუ ასე გაგრძელდა და ჩვენ არ ჩაგვაყენეს საქმის კურსში, რა საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ და რა დოკუმენტებს დავუჭიროთ მხარი, არაფერი გამოვა. თვითონ დაწერენ, იმსჯელებენ და დაამტკიცებენ. დღეს უნდა გვემსჯელა საბიუჯეტო ცვლილებებზე, სადაც კალკულაციაა საჭირო, უნდა განგვეხილა დებულებები, რაც იურიდიულ დოკუმენტს წარმოადგენს – ჩვენ ამის საშუალება არ მოგვეცა’’. – ამბობს რუსთვის საკრებულოს წევრი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან ალექსანდრე ახვლედიანი.

მიუხედავდ იმისა, რომ ამ გარემოების შესახებ სხდომის მიმდინარეობისას საკრებულოს ხელმძღვანელს კახა გურგენიძეს არაერთხელ ეცნობა, მას ფაქტისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია.

,,აპარატმა უნდა გაითვალისწინოს ეს საკითხი. საკრებულოს წევრებს უნდა hქონოდათ დოკუმენტების შესწავლის საშუალება’’ – განაცხადა მან. გურგენიძეს არც უფიქრია, რომ მათი მიზეზით საჭირო ინფორმაციის გარეშე დარჩენილი ოპოზიციონერებისთვის ანგარიში გაეწია და გარკვეული საკითხების განხილვა გადაედო.

სხდომაზე ოპოზიციონერთა თითოეული კითხვა ან საკითხისიდმი მხარდაჭერის არგამოცხადება ნაციონალთა ხუმრობას იწვევდა.

,,ჩემი აზრით, პიროვნული ანტიპატია არავის აქვს ჩვენ მიმართ. ერთ ქალაქში ვცხოვრობთ და ერთმანეთს პატივს ვცემთ. ირონია ალბათ იმისი ბრალია, რომ ერთპარტიული სისტემაა – ძალა მათკენაა” – ამბობს უტა ლიპარტია.

საკრებულოს სხდომაზე შესამჩნევად კარგი განწყობა იყო. დამტკიცდა საკრებულოს სხვადასხვა კომისიები, ყველა კომიიის ხელმძღვანელად ნაციონალები დაინიშნენ. ,,საკისრებელი გაქვს’’, – ეხუმრებოდა თითქმის ერთხმად არჩეულ კომისიის ხელმძღვანელებს საკრებულოს თავჯდომარე. 

ახალი ამბები