კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,,მტკვარი-ემ" სარწყავი წყალი შუა გვალვაში გადაკეტა

22 ივლისი, 2010

საბა წიწიკაშვილი

გორის რაიონის სოფლებში: ხიდისთავი, უფლისციხე, ქვახვრელი და დოესი შპს ,,მტკვარი ემ"-ს   სარწყავი წყალი ორი კვირის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდა. ,,მტკვარი-ემ“-ის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ამ პერიოდში წყალი თავისით დაშრა.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" გორის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ,,მტკვარი ემ"-მა სოფლებს წყლის მიწოდება აღუდგინა.

გოგი მირუაშვილი, სოფელი ქვახვრელი: ,,ასეთ დროს წყლის ჩაკეტვა დანაშაულის ტოლფასია. გვალვისას, ორი კვირის განმავლობაში არ მოდიოდა არხში წყალი. ,,მტკვარი-ემ“-მა გადაკეტა, რადგან თურმე მათ მიერ დაწესებულ ახალ გადასახადს არ ვიხდიდით".

გორის წყალსამმართველოს ასოციაციის თავმჯდომარე დავით მეჩითიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მართლაც ორი კვირის განმავლობაში კომპანია ,,მტკვარი ემ"-ს სარწყავი სისტემა გადაკეტილი ჰქონდა.

,,საკმაოდ ხმამაღალი საუბარი მქონდა მათთან და უნდა გითხრათ, რომ მათი პოზიცია  მიუღებელია. ერთ მეასედზე  ერთ ლარს ითხოვენ, მაშინ როდესაც ოფიციალურად დაფიქსირებულია, რომ ერთ მეასედზე 0,75 ლარია გადასახდელი", - ამბობს დავით მეჩითიშვილი.

ჩვენ დავუკავშირდით კომპანია ,,მტკვარი ემ"-ის დირექტორს დავით მუჯირიშვილს. მან კატეგორიულად უარყო ის ფაქტი, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროს ქართულ სოფლებს სარწყავი წყალი გადაეკეტა.

,,მაგ სოფლებში წყალი  თვითდინებით მიდის მტკვრის სანაპიროდან. აღნიშნულ პერიოდში მტკვრის დონე დაკლებულია და შესაბამისად, არხში საკმაოდ ცოტა რაოდენობის წყალი მიედინებოდა. სწორედ ამან გამოიწვია უწყლობა ამ სოფლებში", - ამბობს დავით მუჯირიშვილი.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მტკვარში წყლის დონე ახლაც დაბალია, წყალი სოფლებს ამჯერად უკვე უპრობლემოდ მიეწოდება - თუ როგორ ამაზე  დავით მუჯირიშვილს პასუხი არ აქვს.

ახალი ამბები