კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გატაცებული დავით ბაძაღუას ადგილსამყოფელი უცნობია

30 იანვარი, 2004

გატაცებული დავით ბაძაღუას ადგილსამყოფელი უცნობია

2004 წლის 21-23 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საქართველოს ახალგაზრდა პოლიტოლოგთა და ჟურნალისტთა ასოციაციამ“ და „აფხაზ და ქართველ ხელოვანთა კავშირმა“ ერთობლივი პროექტი განახორციელეს. პროექტი აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი გალში მცხოვრები ქართველი ბავშვების კულტურულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. დედაქალაქში ჩამოსულმა ორმოცდაათმა ბავშვმა სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

პროექტის ორგანიზატორი, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, 32 წლის დავით ბაძაღუა ზუგდიდიდან მას შემდეგ გაიტაცეს, როცა მან ბავშვები გალში გადაიყვანა, დააბინავა და 27 იანვარს თბილისში ბრუნდებოდა.

სახალხო დამცველის ოფისში გუშინ ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. შეკრებილებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს მთავრობას, რუსეთის სამშვიდობო ძალებს, გაეროს დამკვირვებელთა მისიას და მათ სასწრაფო რეაგირება მოსთხოვეს ახალგაზრდა ხელოვანის გატაცების ფაქტზე.

ბაძაღუას გატაცების ფაქტის გამო, აფხაზეთიდან  დევნილმა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებმა ადამიანის უფლებათა დაცვის შტაბი შექმნეს.


 

ახალი ამბები