კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები აჭარაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

3 თებერვალი, 2004

არასამთავრობოები აჭარაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის დათხოვნის და 28 მარტს ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციათა მოძრაობის „ნათელი მომავლისათვის“ ინიციატივით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

„ნათელი მომავლისათვის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის პეტრე ზამბახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან ერთად, რეგიონში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასაც ითხოვენ. ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით 3 ათასამდე ხელმოწერა უკვე შეგროვებულია.

იმ შემთხვევაში, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები შეძლებენ  50 ათასი ხელმოწერის შეგროვებას, ისინი აჭარის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შევლენ და მოითხოვენ 2001 წლის 7 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების გაუქმებას, რის საფუძველზეც  აჭარის მეთაურის პოსტი შეიქმნა. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ თანამდებობის შემოღებას უკანონოდ მიიჩნევენ.

ახალი ამბები