კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირი მხარს უჭერს ციხეთა რეფორმას საქართველოში

5 თებერვალი, 2004

ევროკავშირი მხარს უჭერს ციხეთა რეფორმას საქართველოში

ევროკავშირსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში გადადის. ევროკავშირის საგანგებო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც ახლა თბილისში იმყოფებიან, შეხვდნენ იუსტიციის მინისტრს და ისაუბრეს პოტენციური თანამშრომლობის შესახებ.

ევროკავშირი ერთ მილიონ ევროს გამოყოფს სასჯელაღსრულებით სისტემაში მიმდინარე რეფორმებისთვის (რესტრუქტურიზაცია და ტექნოლოგიური აღჭურვა). ევროკომისია ასევე აპირებს დააფინანსოს ერთმილიონიანი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სფეროში მიმდინარეობს, რომელიც იუსტიციის უწყების ფარგლებში ცალკე დეპარტამენტის სახით ჩამოყალიბდა.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა ასევე, რომ მათი მიზანია შეისწავლონ სიტუაცია საქართველოში და გამოავლინონ სხვა საჭიროებანი, რომლებიც პრიორიტეტად შეიძლება ჩაითვალოს შემდგომი დაფინანსებისათვის.

პენიტენციალური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამა მარტში დაიწყება, ხოლო ევროპული ტიპის პრობაციული სისტემის ჩამოყალიბების პროექტი დეკემბერში აიღებს სტარტს.

ახალი ამბები