კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს

13 თებერვალი, 2004

სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს

გუშინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ვარდებით შეიარაღებული სტუდენტები რექტორატის აღებას შტურმით ცდილობდნენ და თან რექტორს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. გააფთრებულ სტუდენტებს კარი ჩაუკეტეს, მაგრამ ისინი ფანჯრებიდან შევიდნენ შენობაში, თუმცაღა რექტორი, ოთარ ჟორდანია, ცოცხალი თავით არ აპრებს გადადგომას.

გაფიცული სტუდენტები აცხადებენ, რომ რექტორი ჟორდანია მათ ავიწროებს. მან ხელი შეუშალა სტუდენტთა საბჭოს შექმნას. ჟორდანიას მხარს არ უჭერენ არც პროფესორ-მასწავლებლები. მათი თქმით, ჟორანია მათ ავიწროებს რდგანაც ისინი შევარდნაძის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

მიუხედავად რექტორის უარისა გადადგომასთან დაკავშირებით, სტუდენტები მაინც არ ცხრებიან. მათი ლოზუნგია „ძირს პატარა შევარდნაძე“. უნივერსიტეტი ორ ნაწილად გაიყო, მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. 10 სტუდენტმა უნივერსიტეტში რექტორის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყო, მოგვიანებით დღის მეორე ნახევარში გაფიცულებთან აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ლონდერ ცაავა მივიდა, იგი ცდილობდამხარეებს შორის შეთანხმება მოეხდინა, მაგრამ მოლაპარაკება არ შედგა.

ახალი ამბები