კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უდანაშაულო ჩეჩნები უგზო–უკვლოდ გაუჩინარდნენ

17 თებერვალი, 2004

უდანაშაულო ჩეჩნები უგზო–უკვლოდ გაუჩინარდნენ

2004 წლის 16 თებერვალს თემურ ბაემურზაევი (იგივე ალხანოვი) და ბეკხან მულკოევი (იგივე ხაშიევი და ელიხაჯიევი) უგზო–უკვლოდ გაუჩინარდნენ. ისინი 2002 წლის 4 აგვისტოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის გირევის საგუშაგოსთან დააკავეს, ისინი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ ამ ბრალდებაში გამართლებულად სცნო და ამა წლის 6 თებერვალს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

16 თებერვალს ბაემურაზოვი და მულკოევი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში სარეგისტრაციოდ ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მდებარე სახლიდან დაახლოებით 11 საათზე გავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან.

გაუჩინარებული ჩეჩენი მოქალაქეების შესახებ რაიმე ინფორმაცია არ არსებობს, რაც კიდევ უფრო ართულებს საქართველოს მდგომარეობას, რადგან გაუჩინარებული პიროვნებები ევროსასამართლოში მიმდინარე დროისთვის წარმოებული საქმის „აბდულ–ვახაბ შამოევი და სხვა 12 საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ აპელანტები არიან. 23 თებერვალს აღნიშნული საქმეში არსებული ფაქტების დადგენისა და გარემოებების შესასწავლად საქართველოში ევროსასამართლოს დელეგაცია ჩამოდის.

ახალი ამბები