კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებებზე მოსამართლეებს სემინარს ჩაუტარებენ

17 თებერვალი, 2004

ადამიანის უფლებებზე მოსამართლეებს სემინარს ჩაუტარებენ

ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან დაკავშირებით სამოსამართლო სწავლების ცენტრი სემინარების კურსს აგრძელებს. 16 თებერვალს ცენტრში ორდღიანი სემინარი გაიხსნა, რომელშიც 20 მოსამართლე იღებს მონაწილეობას.
სამოსამართლო სწავლების ცენტრისა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დირექტორატის მიერ ორგანიზებულ ამ სემინარს ევროპის საბჭოს ექსპერტები კრჟიშტოფ ზიმანი, დიუ  კორფი და ჰელენ ლუის იანსენი უძღვებიან.

სემინარზე განიხილავენ თემებს: „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების პროცესში: თეორიიდან პრაქტიკამდე, ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები კონვენციის მიხედვით“ და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელის შეტანისა და საქმისწარმოების წესები.

ევროსაბჭოს ექსპერტების გარდა, სემინარზე მოხსენებას გააკეთებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა  და სამართლის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე კონსტანტინე კორკელია, რომელიც ევროპული კონვენციისა და ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის საქართველოში გამოყენების საკითხზე ისაუბრებს.

ახალი ამბები