კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკავებულ აჭარელ სტუდენტებს ბრალი წაუყენეს

26 თებერვალი, 2004

დაკავებულ აჭარელ სტუდენტებს ბრალი წაუყენეს

დღეს ჩახვაძეს და მიქელაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა იარაღის უკანონო ტარებისათვის.
        
საპარლამენტო ფრაქცია „აღორძინების“ წევრმა გოჩა პაიჭაძემ კატეგორიულად მოითხოვა პარლამენტში შს მინისტრის ან გენპროკურორის მისვლა, რათა მათ პასუხი გასცენ აჭარიდან ჩამოსული ორი ახალგაზრდის უკანონო დაკავების გამო გაჩენილ უამრავ შეკითხვას. პარლამენტარის თქმით, ახალგაზრდების დაკავების ფაქტით ირღვევა ადამიანის უფლებები, რადგან ხელოვნურად ქმნიან სირთულეებს და გაუგებარია, რომელი უწყება აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ვაკე–საბურთალოს პოლიციამ ბათუმელი სტუდენტები მერაბ მიქელაძე და ლაშა ჩახვაძე გუშინ იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავა. მათი ადგილსამყოფელი თითქმის ექვსი საათის განმავლობაში გაურკვეველი იყო.

დაკავებულებს ბრალი დღეს წაუყენეს იარაღის უკანონო ტარებისთვის, თუმცა, როგორც ჩახვაძის ადვოკატი აცხდებს, დაკავებულები თავს დამნაშავეებად არ სცნობენ. ბათუმელი სტუდენტების ბედი ხვალ გადაწყდება. თუ სასამართლო სცნობს აღნიშნულ ბრალდებას, მათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდებათ, ხოლო თუ კი ბრალდება დამტკიცდა ბრალდებულებს 4 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ახალი ამბები