კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები #7 საპყრობილის პრობლემის გადაჭრას მოითხოვენ

2 მარტი, 2004

არასამთავრობოები #7 საპყრობილის პრობლემის გადაჭრას მოითხოვენ

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამნეტის #7 საპყრობილეში, რომელიც შს სამინისტროს სარდაფშია განთავსებული, გაცილებით საშინელი პირობებიაა, ვიდრე თბილისის #5 საპყრობილეში, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

მისივე თქმით, ეს იზოლატორი რამოდენიმე წლის წინ წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო კომიტეტმა ხელისუფლებას დაახურინა, თუმცა დღეს იგი ისევ აღადგიენეს. #7 საპყრობილის საკნებში სინესტე და სიბნელეა, არა არის საპირფარეშო და წყალი. სხვა საპატიმროებისაგან განსხვავებით, ამ საპყრობილეში შესვლის უფლება არ აქვთ იუსტიციის სამინისტროს პენიტენციალური სისტემის დამოუკიდებელი საბჭოს წევრებს.

შეგახსენებთ, რომ ამ საპყრობილეშია აგრეთვე მოთავსებული პრეზიდენტ შევარდნაძის სიძე გია ჯოხთაბერიძე, რომელსაც წინასწარი სამთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ახალი ამბები