კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ გამომძიებლებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

10 მარტი, 2004

სასამართლომ გამომძიებლებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

გუშინ მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა სონღულაშვილმა ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო ნაწილის უფროსს - ზაზა მესხს, გამომძიებლებს მამუკა მდინარაძესა და გიორგი ძიძიგურს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა  შეუფარდა.

მამუკა სონღულაშვილმა დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და გამომძიებლებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რომელთაც ბრალი ედებოდათ სამსახურებრივ გულგრილობაში. მათ ბათუმელ სტუდენტებს მიქელაძესა და ჩახვაძეს, რომლებიც გათავისუფლებულნი იყვნენ თბილისიდან გაუსვლელობის ხელშეკრულებით,  ქალაქიდან გასვლის ნებართვა მისცეს. მათ ამის უფლებას კანონი აძლევდათ სისხლის სამართლის 169-ე მუხლის საფუძველზე და როგორც ადვოკატი ეკა ბესელია აცხადებს, მსგავსი ქმედება არ შეიძლება ჩაითვალოს სამსახურებრივ გულგრილობაში.

ბრალდებულთა ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ სასამართლომ „კლასიკური არასამართლებრივი ვერდიქტი მიიღო“
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი გია ბარამიძე, რომელმაც განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ, მათ პასუხი უნდა აგონ, რადგან მათმა ქმედებამ ზიანი მიაყენა გამოძიებას“.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთაწმინდა-კრწანისის რაინული სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა სონღულაშვილი გადადგა, რის თაობაზეც მას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

დღეს ბრალდებული მხარე მთწმინდა-კრწანისის რაინული სასამართლოს გადაწყვეტილებას საოლქო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ახალი ამბები