კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარაში პოლიტპატიმრების რიცხვი თანდათან იზრდება

10 მარტი, 2004

აჭარაში პოლიტპატიმრების რიცხვი თანდათან იზრდება

ოპოზიციური გაერთიანება „ჩვენი აჭარის“ წარმომადგენელი ოთარ ზოიძე, რომელიც ახალსოფელის №37 საუბნო კომისიის წევრია, აჭარის ხელისუფლებამ დააკავა 2004 წლის 5 მარტს. დაკავების მიზეზი გახდა 1998 წელს ნერვიულობის ნიადაგზე ჩადენილი მსუბუქი დანაშაული – ფანჯრების ჩამსხვრევა.

ოპოზიციურ ძალთა წარმომადგენლების განცხადებით იგი უკანონო პატიმრობაში იმყოფება, დაკავების ზემოთ აღნიშნული საფუძველი ყოვლად გაუმართლებელია და პირდაპირ მიუთითებს მის პოლიტიკურ ხასიათზე.

საინტერესოა თუ რატომ დააკავა ოთარ ზოიძე აჭარის ხელისუფლებამ 6 წლის დაგვიანებით და ეს ხომ არ ემთხვევა აჭარის ხელისუფლების ოპოზიციური ძალების გააქტიურებას?!

უახლესი ინფორმაციის თანახმად,  ბათუმში დააკავეს "ჩვენი აჭარის" სამი აქტივისტი, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის, ასლან აბაშიძის წინააღმდეგ მიმართულ პროკლამაციებს ავრცელებდნენ.

ახალი ამბები