კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის განცხადება

17 მარტი, 2004

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის განცხადება

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი (HRIDC) გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას საქართველოში უკანასკნელ ხანს ადამიანის უფლებათა განსაკუთრებით უხეში დარღვევების ფაქტების გახშირებასთან დაკავშირებით.

2004 წლის 12 მარტს, დილით პოლიციის სპეციალურმა რაზმმა ძალის გამოყენებით დაარბია განკვეთილი მღვდლის ბასილი მკალავიშვილის მომხრეთა შეკრება თბილისში. სასტიკად იქნა ნაცემი 30 -მდე ადამიანი, მათ შორის მრავალი ქალი, დარბეულ იქნა ტაძარი. ოპერაცია მიმდინარეობდა მრავალი ტელეკამერის წინ და გამოირჩეოდა უკიდურესი ვანდალიზმით.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი მიესალმება  ბასილი მკალავიშვილის და სხვა რელიგიური ექსტრემისტების დაპატიმრებას და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობა ამიერიდან მაინც იქნება დასჯილი.

ამავე დროს, ჩვენ ვგმობთ ძალადობის გამოყენებას და შეშფოთებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ მკალავიშვილის დაკავება არ მოხდა ადრე, თუნდაც დარბევის წინა დღეს, როდესაც ბასილი მკალავიშვილი ატარებდა პრეს-კონფერენციას ქალაქის ცენტრში პოლიციელთა თანდასწრებით, სადაც მსგავსი დაპატიმრება ჩაივლიდა ყოველგვარი ექსცესების გარეშე. 

ეს ფაქტი მიუთითებს ან პოლიციელთა არაპროფესიონალიზმზე და ადამიანის უფლებათა ჩვეულ უგულვებელყოფაზე, ანდა ჩვენ მივიჩნევთ, რომ ხელისუფლება ცდილობს საქართველოში შიშის ატმოსფეროს დამკვიდრებას და საზოგადოების დაშინებას მსგავსი სადამსჯელო ღონისძიებებით.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი გმობს რა ხელისუფლების საბჭოური მეთოდებით მართვის გაგრძელებას და ძალადობისა და შიშის ატმოსფეროს ხელოვნურ შექმნას, მოუწოდებს უმაღლეს ხელისუფლებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისაკენ.  ცენტრი მოითხოვს რელიგიურ ექსტრემისტებთან ერთად აღნიშნული სპეცოპერაციის ხელმძღვანელთა და მონაწილეთა დასჯას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.


ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი

ახალი ამბები