კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ECRI მეათე საიუბილეო კონფერენცია სტრასბურგში

19 მარტი, 2004

ECRI მეათე საიუბილეო კონფერენცია სტრასბურგში

2004 წლის 18 მარტს სტრასბურგში გაიმართა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ევრო კომისიის მეათე საიუბილეო კონფერენცია. საქართველოდან  აღნიშნულ კონფერენციაზე მიწვეული იყო ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. ECRI-ის მეათე საიუბილეო კონფერენციაზე ევრო საბჭოში განხილულ იქნა რასიზმის ცვალებადი ბუნება და ის გამოწვევანი, რომელსაც იგი აყენებს ევროპის საზოგადოების წინაშე.

ECRI, ევრო კავშირის დამოუკიდებელი ანტირასისტული „ვოჩდოგი“(მეთვალყურე), ჩამოყალიბდა 1994 წელს და მუშაობა დაიწყო  რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ათწლიანი მუშაობის შემდეგ, კონფერენციაზე მოხდა ECRI-ის საქმიანობის გადახედვა და მისი შედეგების შეფასება.

დანარჩენი საკითხები, რომლებიც კონფერენციაზე იქნა განხილული ეხებოდა შემდეგს: (1) რასიზმთან ბრძოლა ტერორიზმთან ბრძოლისას; (2) რასიზმთან ბრძოლა ევროპაში მიგრაციის კონტექსტში; (3) რასიზმი: ისლამოფობიის ცვალებადი ბაცილა, ანტისემიტიზმი და კულტურული რასიზმი, როგორც ახალი გამოწვევა ჩვენს საზოგადოებაში.

რიტა ვერდონკი, ნიდერლანდების მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრი, ვოლტერ შვიმერი, ორგანიზაციის გენერალური მდივანი, პიტერ შიდერი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი - ალვარო გილ-რობელსი შეეხნენ კონფერენციის გახსნით სესიაზე.

სხვა გამომსვლელები იყვნენ ზიგმუნტ ბაუმენი, ლიდენის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, დიმიტრინა პეტროვა, ბოშათა უფლებების ევროპული ცენტრის დირექტორი და აარონ როდესი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ჰელსინკის ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი. ევრო-პარლამენტის ვიცე პრეზიდენტმა გამოთქვა თავისი შეხედულებანი იმ გამოწვევებზე, რომელსაც ECRI წააწყდება მომავალში.

კონფერენცია ღია იყო პრესისათვის.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. www.coe.int/ECRI-2004

ახალი ამბები