კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრეფიკინგის კიდევ ერთი ფაქტი

30 მარტი, 2004

ტრეფიკინგის კიდევ ერთი ფაქტი

საქართველოში შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა და უმუშევრობის მაღალი დონე გახშირებული მიგრაციის და შესაბამისად ტრეფიკინგის საფრთხის მთავარი მიზეზია. მიუხედავად ამისა, შს სამინისტრომ ფინანსების გადანაწილების დროს პრიორიტეტად არ მიიჩნია ტრეფიკინგთან ბრძოლა.

გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა განყოფილების მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად ბათუმში დააკავეს ტრეფიკინგის ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული დედა-შვილი, თურქეთის მოქალაქე მ. ა.(იგივე მ. ლ.) და ლ. კ. რომელთაც შეეფარდათ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა.

მათ ბრალი ედებათ ადამიანებით, ასევე არასრულწლოვნებით ვაჭრობაში, საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და ყალბი საბუთების დამზადება-გამოყენებაში. ყოველივე ამის დამტკიცების შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსში ტრფიკინგის შესახებ შესული ცვლილებების თანახმად, მათ უვადო პატიმრობა ან სულ მცირე 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ტრეფიკიორებმა გაყალბებული საბუთებით მოტყუებით - ვითომდა რესტორანში სამუშაოდ, მოახერხეს 14 მსხვერპლის (რომელთა შორისაც იყვნენ არასრულწლოვნებიც) თურქეთში გადაყვანა და სასატუმროებში განაწილება, სადაც ისინი უწევდნენ სექსუალურ მომსახურებას, ხოლო მიღებულ გასამჯელოს აღნიშნულ პიროვნებებს შუაზე უყოფდნენ. მ. ლ. თავად იყო მეძავი, შემდეგ გათხოვდა თურქზე, შეიცვალა სახელი და ხელი მოჰკიდა აღნიშნულ ბიზნესს.

გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა განყოფილების მიერ ამ ფაქტის გარდა გამოვლენილია და საქმეა აღძრული კიდევ ორ სხვა ტრეფიკინგის ფაქტზე. აღნიშნული განყოფილების უფროსის თ. იასეშვილის განცხადებით, ვინაიდან ტრეფიკინგი შედის მსოფლიოში იმ უდიდეს ორგანიზებულ დანაშაულთა შორის როგორიცაა, ტერორიზმი და ნარკოტიკები, სახელმწიფომ პრიორიტეტად უნდა მიიჩნიოს ტრეფიკინგთან ბრძოლა და გამოყოს შესაბამისი ფინანსები ამისათვის; მან ასევე ხაზი გაუსვა ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვასა და შემდგომ რეაბილიტაციას. 

ქ-ნმა თამარმა აღნიშნა ის ცვლილებები, რაც სისხლის სამართლის კოდექსში 2003 წლის ივნისში შევიდა, რითაც მოხდა ტრეფიკინგის კრიმინალიზაცია, რაც აქამდე არ არსებობდა საქართველოს კანონმდებლობაში.

ახალი ამბები