კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსასამართლოს პირველი ვერდიქტი საქართველოს წინააღმდეგ

8 აპრილი, 2004

ევროსასამართლოს პირველი ვერდიქტი საქართველოს  წინააღმდეგ

დღეს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ თენგიზ ასანიძის საქმე განიხილა, რომელიც იყო პირველი საქმე საქართველოსთან დაკავშირებით. საქმე მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულდა. საქართველოს მთავრობამ ასანიძეს 150 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს კონპენსაციის სახით და 5 000 ევრო სასამართლო სარჯებისათვის. ამასთანავე სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობას დაეკისროს მოსარჩელის გათავისუფლების სრული პასუხისმგებლობა. 

მოსარჩელე თენგიზ ასანიძე დაბადებულია 1944 წელს და არის საქართველოს მოქალაქე. იგი ახლა არის პატიმრობაში ბათუმში. იგი ბათუმის ყოფილი მერია და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი.

მას ბრალად ედებოდა არალეგალურ ბათუმის თამბაქოს კომპანიაში საფინანსო გარიგებებში, და იარაღის უკანონო ტარებასა და შენახვაში. 1994 წლის ნოემბერს შეუფარდეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და ბრძანება იყო გაცემული მისი ქონების კონფისკაციის შესახებ. იგი ყოფილმა 1999 წლის 1 ოქტომბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა. მიუხედავად ამისა, ასანიძე ბათუმში კვლავ პატიმრობაში იყო.

სანამ მოსარჩელე კვლავ პატიმრობაში იყო (მიუხედავად პრეზიდენტის შეწყალებისა), დამატებითი ბრალდებები წაუყენეს 1999 წლის 11 დეკემბერს გატაცების საქმეებთან დაკავშირებით. 2000 წლის 2 ოქტომბერს აჭარის უმაღლესმა სასამართლომ გაამტყუნა და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით 2001 წლის 29 იანვარს საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ იგი გაამართლა, იგი მაინც არ გაათავისუფლა აჭარის ხელისუფლებამ.

მოსარჩელის საჩივარს წარმოადგენდა ის, რომ იგი ჯერ კიდევ დაკავებული ჰყავდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას მიუხედავად იმისა, რომ 1999 წელს მან პირადად პრეზიდენტისაგან მიიღო შეწყალება პირველი სასჯელის გამო და 2001 წელს საქართველოს უზენაესმა სასამრთლომ იგი უდანაშაულოდ სცნო.


 

ახალი ამბები