კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მიესალმება თენგიზ ასანიძის განთავისუფლებას

13 აპრილი, 2004
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მიესალმება თენგიზ ასანიძის განთავისუფლებას

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ბატონმა ვალტერ შვიმერმა გამოთქვა კმაყოფილება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად პატიმრობაში მყოფი ყოფილი დეპუტატის, თენგიზ ასანიძის განთავისუფლებასთან დაკავშირებით. 2004 წლის 8 აპრილს გამოტანილ განჩინებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევის ფაქტი და სთხოვა საქართველოს მხარეს, უზრუნველყო მომჩივანის უსწრაფეს ვადებში განთავისუფლება.

“მეტად დასაფასებელია საქართველოს და ასევე აჭარის ხელისუფალთა მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების ესოდენ სწრაფი განხორციელება, რამაც საქართველოს მოქალაქის ძირითად უფლებათა დარღვევის დაუშვებელ მდგომარეობას წერტილი დაუსვა“, განაცხადა ბატონმა შვიმერმა. “მოხარული ვარ ავღნიშნო, რომ ევროპის საბჭომ შეძლო თავისი წვლილის შეტანა ამ კრიზისული მდგომარეობის მოგვარებაში წევრ ქვეყანაში“, დასძინა მან.

ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ - საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სასამართლოს განაჩენის მოკლე მიმოხილვაში.

ახალი ამბები