კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა დარღვევა გრძელდება

21 აპრილი, 2004

ადამიანის უფლებათა დარღვევა გრძელდება

ასლან აბაშიძის ტყვეობიდან ევროსასამართლოს წყალობით გათავისუფლებული თენგიზ ასანიძე აცხადებს, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, რადგან ადამიანმა სასჯელი უნდა მოიხადოს სასამართლოს მიერ დადგენილ პირობებში. საქმე ეხება იმ 12 პატიმარს, რომლებიც სასჯელს ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის - ვაჟა გოგიტიძის მკვლელობის გამო იხდიან. ისინი გაასამართლეს 1994 წელს და სასჯელს იქ იხდიან, სადაც არ უნდა იხდიდნენ. მისი განმარტებით, ამ ადამიანებმა სასჯელი გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადონ და არა იზოლატორის შენობაში, სადაც პატიმრებს არაადამიანურ, გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა.

თენგიზ ასანიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე ყურადღებას მხოლოდ ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ამახვილებენ და იმედით უყურებს ამ ადამიანების კოლონიაში გადაყვანის საკითხს. იგი ფიქრობს, რომ მათ შეეძლებათ ჩვენების განმეორებით მიცემა და საქმეში ახალი გარემოებები ამოტივტივდება, რაც საქმის ხელახალი გადახედვის საშუალებას იძლევა. ასანიძეს მიაჩნია, რომ სწორედ ამის გამო აყოვნებს ასლან აბაშიძე ამ ადამიანებს იზოლატორში.

ახალი ამბები