კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თემურ ხაჩიშვილი დააკავეს

26 აპრილი, 2004
თემურ ხაჩიშვილი დააკავეს

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ დააკავა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, პოლიტიკური მოძრაობა „დათვის“ დამფუძნებელი თემურ ხაჩიშვილი. წინასწარი ინფორმაციით, იგი ეჭვმიტანილია იარაღის უკანონო ტარებასა და შენახვაში.
პროკურატურაში თემურ ხაჩიშვილის წინააღნდეგ სისხლის სამართლის საქმე იარაღის უკანონო შენახვის მუხლით აღიძრა.

თავად დაკავებული აცხადებს, რომ სამართალდამცავები მის სახლში უკანონოდ შეიჭრნენ და იარაღი ჩაუდეს. მისი თქმით, დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა იმის გამო, რომ იგი პრემიერ მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან იყო დაპირისპირებული.

არსებობს ინფორმაცია, რომ პოლიციამ თავდაპირველად თბილისში დააკავა თემურ ხაჩიშვილის ძმა დავით ხაჩიშვილი და ამის შემდეგ ყოფილ შს მინისტრს შეუთვალეს, რომ მის ძმას მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლებდნენ, რაც თავად სამართალდამცავებს ჩაბარდებოდა.

ახალი ამბები