კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავეს

28 აპრილი, 2004

ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავეს

აჭარელმა სამართალდამცავებმა ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსის და „ჩვენი აჭარის“ აქტივისტის თამაზ ხოზრევანიძის სახლი გაჩხრიკეს, რის შედეგადაც მათ მის ბაღში ავტომატი და ტყვიები იპოვეს, ხოლო ხოზრევანიძე კი შუახევის პოლიციაში გადაიყვანეს.

ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დაკავებულს ავტომატი თავად პოლიციელებმა ჩაუდეს. რაც შეეხება ტყვიებს, ხოზრევანიძეს მათი ჩაბარება უნდოდა, მაგრამ თბილისში მკურნალობის გამო ვერ მოახერხა. ისინი აცხადებენ, რომ ხოზრევანიძის დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგან ის „ჩვენი აჭარის“ აქტივისტი იყო და ხშირად ჩნდებოდა ბათუმის ოფისში.

გუშინ „ჩვენი აჭარის“ ოფისთან მშვიდობიანი აქცია ამ ორგანიზაციის ქალთა კავშირმა გამართა. ისინი აჭარაში ადამიანის უფლებათა დარღვევების აღმოფხვრას და საგანგებო სიტუაციის გაუქმებას მოითხოვდნენ.

 

ახალი ამბები