კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საქართველოს ტელეკომს“ საერთაშორისო თაღლითობაში ადანაშაულებენ

28 აპრილი, 2004

„საქართველოს ტელეკომს“ საერთაშორისო თაღლითობაში ადანაშაულებენ

საქართველოს კავშირგაბმულობის ეროვნული კომისიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახურის უფროსი ლია მუხაშავრია „საქართველოს ტელეკომს“ თაღლითობაში ადანაშაულებს.

„საქართველოს ტელეკომის“ ქსელის მეშვეობით, მომხმარებელს შეიძლება კუკის კუნძულების მიმართულებით ვითომდა განხორციელებული ზარებისათვის უკანონო გადასახადი დაეკისროს.  გამორიცხული არ არის, რომ ამის წყალობით „საქართველოს ტელეკომი“ გარკვეულ შემოსავლებს იღებდეს.

მუხაშავრია განმარტავს, რომ ტელეკომის მეშვეობით ინტერნეტში ჩართული აბონენტები კუკის კუნძულებზე ხვდებოდნენ, ქსელში მოხვედრა კი ASn ინდექსის - 810-ით იყო შესაძლებელი, რომლის წუთობრივი გადასახადი 14 ლარია. კუკის კუნძულებთან დაკავშირებას აფიქსირებდნენ იმ მომხმარებლის მიმართ, რომლებსაც კომპიუტერული პროგრამები Dialer, Goin  აქვთ გამოყენებული. ამ შემთხვევაში მათი დაკავშირება ხდებოდა ავტომატურად, თუმცა მომხმარებელი ამის თაობაზე ინფორმირებული არ იყო და ის მხოლოდ მაშინ იგებდა, როცა „საქართველოს ტელეკომი“ მოხმარების საფასურს ახდევინებდა.

მომხმარებელმა ეროვნულ კომისიას ამგვარი დარღვევის გამო ჯერ კიდევ შარშან აპრილში მიმართა. ამ ეტაპზე, კომისიაში ოთხი საჩივარია შემოსული, გადასახდელი თანხა კი ოთხი ათას ლარს აღემატება.

მუხაშავრია აცხდებს, რომ მან შექმნილი მდგომარეობის დასარეგულირებლად „საქართველოს ტელეკომის“ ხელმძღვანელობას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ამაოდ. მოვლენების იგივენაირად განვითარების შემთხვევაში, იგი მომხმარებელთა დამცველ კომპანიას სასამართლოთი ემუქრება.

 

ახალი ამბები