კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩნებმა პანკისში შიმშილობა დაიწყეს

10 მაისი, 2004

ჩეჩნებმა პანკისში შიმშილობა დაიწყეს

დღეს 23-მა ჩეჩენმა ლტოლვილმა პანკისის ხეობაში შიმშილობა დაიწყო. ჩეჩნები 2004 წლის 6 მაისიდან ატარებენ მასობრივ აქციებს იმ მოთხოვნით, რომ მათ მიეცეთ საშუალება, რათა გაეროს ხაზით  გადავიდნენ მესამე ქვეყანაში.

საქმე იმაშია, რომ თითქმის ორი წელია, რაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ადგილობრივი ოფისი ჩეჩენ ლტოლვილებს პირდება მესამე ქვეყანაში გადასვლის უზრუნველყოფას, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება და საქმე წინ არ მიიწევს. გარდა ამისა, დაფიქსირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩეჩენი ლტოლვილის სახელით სხვები მიდიან საქართველოდან; ისინი, რომლებმაც შეძლეს საემიგრაციო სამსახურებისთვის შესაბამისი თანხის გადახდა ქრთამის სახით, ხოლო ჩეჩნებს ამის საშუალება არ გააჩნიათ. მესამე ქვეყანაში გადასვლის აუცილებლობას ჩეჩნები ხსნიან საქართველოში უსაფრთხოების გარანტიების არ ქონით, ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტით, სამედიცინო დახმარებისა და ფინანსების უქონლობით.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან მრავალშვილიანი ოჯახები. ბავშვთა 50 %-ზე მეტი დაავადებულია არაჯეროვანი კვებისა და ვიტამინების ნაკლებობის გამო. ამასწინათ შესაბამისი სამედიცინო დახმარების უქონლობის გამო გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი.

ჩეჩენი ლტოლვილები აპირებენ გააგრძელონ შიმშილობა მანამ, სანამ გაერო არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას და არ დაიწყებს მათ მესამე ქვეყანაში გამგზავრებას.

ახალი ამბები