კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავში ჟურნალისტს სცემეს

17 მაისი, 2004

თელავში ჟურნალისტს სცემეს

10   მაისს  საცხოვრებელ ბინაში სცემეს ზურაბ ქაჩლიშვილს, რომელიც კახეთის რეგიონში  გაზეთ ‘’ობიექტივის“ მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე  მუშაობს. მას ფიზიკური შეურაცხყოფა  სამმა პიროვნებამ მიაყენა. ქაჩლიშვილი აცხადებს, რომ თავდამსხმელები  უცნობები იყვნენ და მისგან ქალაქის დატოვებას მოითხოვდნენ.

დაზარალებული ამ თავდასხმას  უკავშირებს  კახეთის ახალ გუბერნატორთან, პეტრე ცისკარიშვილთან  დაპირისპირებას, რადგან ამ  უკანასკნელის მიერ  აღნიშნული პოსტის დაკავებამდე ქაჩლიშვილი მუშაობდა კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის  პრესსამსახურის  უფროსის თანამდებობაზე. თანამდებობის დატოვების მთავარ მოტივად  ქაჩლიშვილი  ასახელებს   მის  მიერ გამოვლენილი  ფაქტებს,  ადმინისტრაციაში მიმდინარე რემონტის დროს თანხის  უკანონო ხარჯვის შესახებ. კერძოდ, იგი აცხადებს, რომ წერდა  საგაზეთო სტატიებს, რომლებიც  მიუღებელი აღმოჩნდა  ადგილობრივი ხელისუფლებისთვის.  მისი  თქმით,  არსებობს ინფორმაცია  კახეთის რეგიონიდან გატანილი  ხე-ტყესა  და   ჯართზე  დაწესებული უკანონო გადასახადების შესახებ. ზურაბ   ქაჩლიშვილის    განცხადებით,  მან მიმართა  კახეთის  ადმინისტრაციას  რწმუნებულის  ფონდში  გადარიცხული თანხის  ზუსტი   ანგარიშისა  და   ხარჯთაღრიცხვის   მოთხოვნით, რასაც მოჰყვა  მისი მეორე წერილი, სადაც იგი  ითხოვდა  საჯარო ინფორმაციის  მოწოდებას   საკადრო  ცვლილებების შესახებ. 

გაზეთმა“ ობიექტივმა“ დააფიქსირა    თელავის  რაიონის  გამგებლის  მოვალეობის შემსრულებლის,  გოჩა  მამაცაშვილის  მიერ  აღნიშნული  თანამდებობის  უკანანოდ  დაკავების  ფაქტი, რომლის წინააღმდეგაც მოსახლეობა მიმართავს  საპროტესტო  აქციებს. ქაჩლიშვილი ეჭვობს  იმასაც, რომ მასზე თავდასხმა  განხორციელდა  აღნიშნული აქციების ჩაშლის  მოტივით.  იგი  საუბრობს  სატელეფონო  მუქარებისა  და დაშინების  შესახებ, თუმცა  არ  ასახელებს  მათ. 

აღსანიშნავია  ის ფაქტი, რომ  ქაჩლიშვილზე  მომხდარი თავდასხმის გამო სისხლის სამართლის  საქმე არ  აღძრულა, თუმცა  დაზარალებულისავე  განცხადებით,  იგი აღძვრის შემთხვევაშიც   კი  უნდობლობას  გამოუცხადებს ძალოვან  სტრუქტურებს. რაც  შეეხება  თავდასხმის  ფაქტს, მოძალაადეებმა  მასზე  ბასრი იარაღი  გამოიყენეს. სულ იყო სამი თავდამსხმელი. ერთი მათგანი   შორიახლო   იდგა,  მეორე  ქაჩლიშვილს  აკავებდა, მესამე  კი მას  მთელი ძალით  ურტყამდა. გარდა  ამისა,  თავდამსხმელები  მას მოკვლითაც  ემუქრებოდნენ.

ახალი ამბები