კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტელეკომპანია „იბერიას“ ყადაღა დაადეს

20 მაისი, 2004

„იბერიას“ ყადაღა დაადეს

ტელეკომპანია „იბერიის“ ქონებას დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 19 მაისს ყადაღა დაადეს. სააღსრულებო პოლიციამ უკვე დალუქა ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ქონება, რომელიც „იბერიას“ ეკუთვნის.

ტელეკომპანიაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ მის ყოფილ მფლობელ კახა გაგლოშვილის სარჩელის საფუძველზე მიიღო. კახა გაგლოშვილი კომპანია „ომეგას“ და ტელეკომპანია „იბერიის“ მფლობელ ზაზა ოქრუაშვილს, საწესდებო კაპიტალის წილს 200 000 ლარს ედავება.

ახალი ამბები