კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანთა წამება გრძელდება - ახალი ხელისუფლება, ძველი მეთოდები

28 მაისი, 2004

ადამიანთა წამება გრძელდება - ახალი ხელისუფლება, ძველი მეთოდები

22  მაისს, თბილისში პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ქურდობაში ეჭვმიტანილი 40 წლის ხვიჩა კვირიკაშვილი. პოლიციელთა განცხადებით, დაკავებული დაიკითხა თბილისის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მესამე (მუხიანის) ქვეგანყოფილებაში და სახლში იქნა გაშვებული ხელწერილით, ხოლო მეორე დღეს ასევე გააგრძელეს მისი დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში.

იმავე დღეს, 23 მაისს სასტიკად ნაწამები კვირიკაშვილი პოლიციელებმა სახლში ტაქსით მიიყვანეს, რის შემდეგაც დახლოებით 25 წუთში იგი გარდაიცვალა. კვირიკაშვილს სხეულზე ემჩნეოდა დაზიანებები. არსებებობს სერიოზული ეჭვი, რომ იგი პოლიციელების მიერ იქნა ნაწამები. ამჟამად მიმდინარეობს ექსპერტიზა.

აღსანიშნავია, რომ „ვარდების რევოლუციის„ შემდეგ ეს უკვე წინასწარი დაკავების დროს ადამიანის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. გასული წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების საკანში  თავი ჩამოიხრჩო 1963 წელს დაბადებულმა გიორგი ინასარიძემ, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ნარკოტიკების მოხმარებაში. იგი წინა დღეს პოლიციელებმა ნარკოლოგიურ დისპანსერში წაიყვანეს და იმავე დღეს ხელწერილით სახლში გაუშვეს. მეორე დღეს იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში ისევ დაიბარეს. ნარკოლოგიურიდან მიღებული დასკვნით გაირკვა, რომ იგი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ ათდღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შემდეგ ინასარიძე დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. მეორე დილით კი უკვე პატიმარი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას საქართველოში ადამიანთა წამების, სასტიკი და არაჰუმანური მოპყრობის და სისასტიკის ფაქტების განსაკუთრებული გახშირების გამო. ცენტრის ხელთ არსებული ინფორმაციები და სხვა კონკრეტული ფაქტები მიუთითებენ იმ სამწუხარო ტენდენციას, რომ ადამიანთა წამების შემთხვევები საქართველოში განსაკუთრებით გახშირდა და ხელისუფლება არაფერს აკეთებს ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობის და უკანონობის აღმოსაფხვრელად. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი კვლავ ძველ, ტიპიურ საბჭოთა სისტემას წარმოადგენს და არანაირი რეფორმა მას არ შეხებია. 

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი, რომელიც წარმოადგენს წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის წევრს, გმობს აღნიშნულ ქმედებას და საქართველოს ხელისუფლებისაგან დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს.

 

ახალი ამბები