კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩენ პატიმრებს ოთხ-ოთხი წელი მიუსაჯეს

28 მაისი, 2004

ჩეჩენ პატიმრებს ოთხ-ოთხი წელი მიუსაჯეს

მე-5 საპყრობილის თანამშრომელთათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო განსასჯელ ჩეჩენ პატიმრებს აბდულხამიდ ალიევს, ხაზმატ ისაევს, ახმედ მაგამედოვს, ასლანბეგ ხანჩუკაევსა და გიორგი კუშტანაშვილს განაჩენი გამოუტანა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ. მათ 4-4 წლით პატიმრობა მიესაჯათ. სასამართლოს განაჩენით, 2002 წლის აგვისტოში საქართველოში, პანკისის ხეობაში დაკავებულმა ალიევმა, ისაევმა, ხანჩუკაევმა, მაგამედოვმა და კუშტანაშვილმა მე-5 საპყრობილეში 2002 წლის 4 ოქტომბერს ბადრაგს წინააღმდეგობა მაშინ გაუწიეს, როდესაც საკნიდან გაჰყავდათ რუსეთისათვის გადასაცემი ხუთი ჩეჩენი პატიმარი. ჩეჩენი პატიმრების ადვოკატები დღევანდელ განაჩენს თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ახალი ამბები