კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შს სამინისტროს 21 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

31 მაისი, 2004

შს სამინისტროს 21 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

30 მაისს შს მინისტრის მოადგილემ ირაკლი კლდიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, რომელიც ბათუმში პოლიციის თანამშრომელთა მიერ დაკავებულთა ცემის ფაქტს ეხებოდა (იხ. სტატია 28.05.2004 „ბათუმელ პოლიციელებს პატიმრობა ელით“).

იქვე აღინიშნა, რომ აჭარის შს თანამშრომლების მიმართ, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ნარკოტიკების მოხმარებისა და რეალიზაციის ფაქტზე აღძრულია 21 სისხლის სამართლის საქმე, ადმინისტრაციული სასჯელი დაედო 7 პირს.

შს ორგანოებში 2004 წელს სამსახურიდან დათხოვნილია 21 თანამშრომელი და თითოეული პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობა განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი. უახლოეს მომავალში იგეგმება, პოლიციელთათვის ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით სპეციალური ტრენინგების ჩატარება.
კლდიაშვილის განცხადებით, მზადდება პროექტი საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოს შექმნაზე, რომლთა წევრებსაც წინასწარი დაკავების საკნების მონახულების უფლება ექნებათ.

ახალი ამბები