კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პროკურატურის რეფორმირების ევროკავშირის პროექტი

2 ივნისი, 2004

საქართველოს პროკურატურის რეფორმის  ევროკავშირის პროექტი

2004 წლის 1 ივნისს სასტუმრო “მარიოტში“ გაიმართა ‘’პროკურატურის რეფორმის’’ პროექტის პრეზენტაცია, რომელიც გახსნა საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის  ხელმძღვანელმა ტორბენ  ჰოლცემ, საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორმა, ქ–მა ჯო ბაკოვსკიმ და ‘’პროკურატურის რეფორმის’’ პროექტის ხელმძღვანელმა, ქ–მა პამელა ფეიჰიმ.

საქართველოში ინტიტუციონალური და სამართლებრივი რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ევროკავშირი პროკურატურას რეფორმის გატარებაში ეხმარება. ‘’საქართველოს პროკურატურის რეფორმის’’ პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და მისი მიზანია პროკურატურის სტრუქტურისა და ფუნქციების საერთაშორისო, კერძოდ, ევროპის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და ასევე პროკურატურის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა. აღნიშნულ პროექტს განახორციელებს ‘’ბრიტანეთის საბჭო’’, ხოლო აფინანსებს EC TACIS. პროექტში ჩართულნი არიან ესპანელი და დანიელი პარტნიორები ‘’Alteir Assesores” და დანიის ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუტი. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 1 მლნ ევროს. პროექტი გაგრძელდება 2005 წლის აგვისტომდე.

ბ–ნ ტორბენ ჰოლცემ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ თუ წარსულში პროკურატურის მუშაობა ხშირად არა კანონის უზენაესობას, არამედ პოლიტიკურ ძალას ემყარებოდა, ამიერიდან რეფორმის ამოცანას წარმოადგენს პროკურატურის სიძლიერის შენარჩუნება და მისი მუშაობის კანონის უზენაესობისა და დემოკრატიულ პრინციპზე დამყარება.

პროექტის ხელმძღვანელმა ქ–ნ პამელა ფეიჰიმ აღნიშნა, რომ ბრიტანეთის საბჭო მოხარულია, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით მას უწევს გენერალურ პროკურორთან თანამშრომლობა და მოხარულია მისი თანადგომით.

საქართველოს პროკურატურის რეფორმის პროექტის მთავარი მიზანია პროკურატურის ადმინისტრაციული სტრუქტურისა და ეფექტურობის გაუმჯობესება და მისი გამჭვირვალობის გაზრდა, ადამიანის უფლებების დაცვის პრაქტიკის გამყარება და კორუციასთან ბრძოლის გაძლიერება. პროექტი ასევე ითვალისწინებს პროკურატურის ორი საექსპერიმენტო ოფისის გახსნას თბილისსა და ქუთაისში და მისი მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

პროექტი მოიცავს ოთხ კომპონენტს:

1) პროკურატურის ადმინისტრაციის მიმოხილვა/ანალიზი მისი ეფექტური და გამჭვირვალე მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით;
2) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა– არჭურვილობა და სპეციალურად შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც დაინერგება ორ საექსპერიმენტო ოფისში (თბილისსა და ქუთაისში), ხელს შეუწყოფს შემოსული საქმეების მართვას;
3) პროკურორების მომზადება (ტრენინგები) – გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან კონსულტაციის შედეგად შემუშავდება სწავლების ახალი პროგრამა საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობაში. პროკურატურასთან კონსულტაციების შედეგად პროექტის ფარგლებში შემუშავდება ეთიკის კოდექსი პროკურატურისათვის;
4) საზოგადოების ინფორმირება პროექტის შესახებ და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა – არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და საზოგადოების გათვითცნობიერება პროკურატურის საქმეებში.

პროკურატურისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ჯგუფს დაეხმარება ამ ოთხივე კომპონენტის განხორციელებაში.

როგორც აღნიშნული იყო პროექტის სრული ღირებულებაა 1 მლნ. ევრო, საიდანაც 800 000 ევრო ძირითადი პროექტის ღირებულებაა, ხოლო დამატებითი 200 000 ევრო გამოყოფილია აღჭურვილობის შესასყიდად.

ახალი ამბები