კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა სარჩელი საქართველოს პარლამენის წინააღმდეგ

9 ივნისი, 2004

საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დაასრულა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიმართული ქ. რუსთავის ყოფილი მოსამართლისა და საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელის განხილვა. როგორც მოგეხსენებათ მოსარჩელეები ითხოვდნენ საქართველოს კანონის „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინარული პასუხისმგებლობისა და დისციპლინარული სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 30–ე, 74–ე, 75–ე მუხლების და საქართველოს კანონის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46–ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42–ე და 29–ე მუხლებთან მიმართებაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაკითხა მეორე სპეციალისტი კავშირის „კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტის დირექტორი და პრაქტიკოსი ადვოკატი მანანა კობახიძე, რომელმაც თავის ვრცელ მოხსენებაში მიმოიხილა ევრო–სასამართლოს პრაქტიკა აღნიშნულ უფლებასთან დაკავშირებით და დაასკვნა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა საფუძვლიანია და შესაბამისად, სადაო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

მისი მოხსენების შემდეგ მხარეებმა წარმოადგენს დასკვნითი სიტყვები. პარლამენტის წარმომადგენელმა კვლავ უარყო სადაო ნორმების არაკონსტიტუციური შინაარსი და აღნიშნა, რომ ვინაიდან სასამართლო ხელისუფლებას კონსტიტუციით დათმობილი აქვს ცალკე თავი და მოსამართლეს აქვს შესაბამისი სოციალური გარანტიები, მას კონსტიტუციის 42–ე მუხლით გარანტირებული უფლებები არ ერღვევა იმით, რომ მის საქმეს, მხოლოდ სადისციპლინო საბჭო იხილავს.

სასამართლომ სპეციალისტს დაუსვა კითხვა, რომ მოპასუხე მხარის მიერ იმის აღიარება, რომ სადისციპლინო საბჭო არ არის სასამართლო ორგანო, ხომ არ არის სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი?! სპეციალისტმა გასცა ერთმნიშვნელოვანი პასუხი და აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარეც და მეორე სპეციალისტი ზურაბ ძლიერიშვილიც ადასტურებენ, რომ სადიციპლინო საბჭო არ არის სასამართლო, რაც შესაძლებელია გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რამეთუ თუკი საბჭო არ არის სასამართლო, მოსამართლეს უნდა ჰქონდეს უფლება ისარგებლოს კონსტიტუციის 42–ე მუხლით და საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

მოსარჩელე მხარე და მისი წარმომადგენელი ლია მუხაშავრია მხარს უჭერენ სარჩელს და სადაო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ.

სასამართლო გადაწყვეტილებას 22 ივნისს 12 საათზე გამოაცხადებს.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ახალი ამბები