კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აბაშიძის დაცვის წევრებს

24 ივნისი, 2004

სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აბაშიძის დაცვის წევრებს

აბაშიძეების პირადი დაცვის სამ წევრს - იმედა ხოზრევანიძეს, კახა გოგმაჩაძეს და რუსლან ლომსაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ხოზრევანიძე, გოგმაჩაძე და ლომსაძე 21 ივნისს დიანა აბაშიძის სახლთან დააკავეს. შინაგან საქმეთა საგამოძიებო განყოფილებამ მათ იარაღის უკანონო ტარება წაუყება ბრალად. სისხლის სამართლის საქმე 136-ე მუხლითაა აღძრული, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლო გადაწყვეტილებას დაკავებულთა ნათესავებისა და ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა. აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ შეკრებილი აღშფოთებული ხალხი ქუჩის გადაკეტვას შეეცადა. ისინი აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. დაკავებულთა მშობლები აცხადებდნენ, რომ მათ შვილებს იარაღი ჩაუდეს. აქცია სპეცდანიშნულების რაზმმა დაშალა.

დაკავებულთა ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლომ უკანონო განაჩენი გამოიტანა და უზენაეს სასამართლოში აპირებენ მის გასაჩივრებას. 

ახალი ამბები