კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მირცხულავა საპყრობილეში გადაიყვანეს

25 ივნისი, 2004

მირცხულავა საპყრობილეში გადაიყვანეს

გუშინ ენერგეტიკის ექს-მინისტრს დავით მირცხულავას საბოლოო ბრალი წაუყენეს და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან საპყრობილეში გადაიყვანეს. მირცხულავას გუშინ მძიმე სტენოკარდიული შეტევა გაუმეორდა და ექიმები ამგვარი ღონისძიების განხორციელებას ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევდნენ.

მირცხულავას ადვოკატის ეკა ბესელიას თქმით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება პროკურატურამ დაამთავრა. მისივე განცხადებით, მირცხულავას ბრალი ედება თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში და დასძენს, რომ მისი საპყრობილეში გადაყვანა იყო შურისძიება იმის გამო, რომ მირცხულავამ პრინციპულად არ გადაიხადა თანხა.

იუსტიციის მინისტრის გიორგი პაპუაშვილის დაპირებისა და მირცხულავას მძიმე ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, იგი გადაყვანილ იქნა თბილისი მე-7 საპყრობილეში.

ახალი ამბები